ვარზაზათი

(გადამისამართდა გვერდიდან უარზაზატი)

ვარზაზათი (არაბ. ورزازات‎) — ქალაქი მაროკოში, სუს-მასა-დრაას რეგიონში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა დაახლოებით 38 ათასი ადამიანია.

ქალაქი
ვარზაზათი
არაბ. ورزازات
ქვეყანა მაროკოს დროშა მაროკო
რეგიონი სუს-მასა-დრაა
კოორდინატები 30°55′00″ ჩ. გ. 6°55′00″ დ. გ. / 30.91667° ჩ. გ. 6.91667° დ. გ. / 30.91667; -6.91667
ცენტრის სიმაღლე 1151±1 მეტრი
კლიმატის ტიპი ტროპიკული
მოსახლეობა 38 000 კაცი
სასაათო სარტყელი UTC±00:00
საფოსტო ინდექსი 45000
ვარზაზათი — მაროკო
ვარზაზათი

ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს ბერბერული ფრაზიდან „ხმაურის გარეშე“.

ქალაქი ატლასის მთებთან და მდინარე დრასთან ახლოს მდებარეობს. მაროკოს მთავარი ტურისტული ადგილია.

ქალაქში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კინოსტუდია - Atlas Studios მდებარეობს.

2016 წელს, ქალაქ უარზაზატთან ახლოს, მაროკოს მეფე მუჰამედ VI-მ გახსნა მზის სადგური, რომელიც მომავალში მსოფლიოში ყველაზე დიდი იქნება და მისი სიმძლავრე 580 მეგავატს შეადგენს[1][2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება