ტყის ცოცხი
ტყის ცოცხი (ლათ. Cytisus) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ბუჩქებია, იშვიათად — პატარა ხეები. სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. გვარში გაერთიანებულია 50 სახეობა.
ტყის ცოცხი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cytisus | ||||||||||||
|
გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა, ორივე კავკასიის ენდემია. იზრდება ტყისპირებზე (ზოგჯერ დიდი ფართობი უკავიათ ტყის უკან დახევის შედეგად), ქვიან და ხირხატიან ადგილებზე. სამკურნალო, დეკორატიული და თაფლოვანი მცენარეებია. შეიცავს ალკალოიდ ციტიზინს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 92.