ტყვარჩელის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგური

ტყვარჩელის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურისაქართველოს ელექტროენერგეტიკული მრეწველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თბოელექტროსადგური ტყვარჩელში (თბილისიდან 450 კმ). მშენებლობა დაიწყო 1933 წელს. პირველი სამრეწველო დენი გამოიმუშავა 1938 წელს. ელექტროენერგიით ამარაგებდა იმ დროისათვის უმსხვილეს საწარმოებს — ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ენგურის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატს. 1938 წელს თბოსადგურის დადგმული სიმძლავრე უდრიდა 24 ათ. კვტ. 1945 წელს № 3, 4, 5 ქვაბებისა და №2 ტურბინის საექსპლუატაციოდ გადაცემის შემდეგ. დადგმულმა სიმძლავრემ 49 ათ. კვტ. მიაღწია. 1956—1958 წლებში ელექტროსადგური გააფართოვეს, რის შედეგად მისი სიმძლავრე 125 ათ. კვტ-მდე გაიზარდა. 1977—1978 წლებში საექსპლუატაციოდ გადაეცა 110 ათ. კვტ. სიმძლავრის ტურბინა. 1979—1983 წლებში ჩატარდა საწარმოს სრული რეკონსტრუქცია; ამის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეც. 1938—1980 წლებში გამოიმუშავა 18 მლრდ. კვტ. სთ-ზე მეტი ელექტროენერგია და 1328 ათ. გკალ სითბო.

ლიტერატურა

რედაქტირება