ტყავფრთიანები
ტყავფრთიანები, ყურბელები (ლათ. Dermaptera) — მწერების რიგი, რომელთაც არასრული გარდაქმნა ახასიათებთ. აქვთ წაგრძელებული (3,5—30 მმ-მდე), მოქნილი სხეული, მუცლის ბოლოზე დანამატი წყვილი მარწუხის სახით. წინა (ზედა) ფრთები მკვრივია, დამოკლებული, უკანა — სიფრიფანა, რომელიც მოსვენებისას ზედა ფრთების ქვეშ არის შეკეცილი. რიგში 1200-მდე სახეობაა. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. უმთავრესად ღამის მწერებია, ნესტისა და სითბოს მოყვარული. ძირითადად ცხოველური ან მცენარეული ნარჩენებით იკვებებიან, ზოგჯერ თავს ესხმიან პატარ-პატარა მწერებს, ობობებს, ჭიებს, ზოგი სოფლის მეურნეობის მავნებელია.
ტყავფრთიანები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Forficula auricularia | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Dermaptera | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 84.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: