ტულუზის მეტროპოლიტენი

ტულუზის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
ქალაქი ტულუზა
გახსნის თარიღი 1993
ხაზის სიგრძე 28,2 კმ.
სადგურთა რაოდენობა 38
ხაზთა რაოდენობა 2
მგზავრები დღეში 350 ათ.
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა

ტულუზის მეტროპოლიტენი (ფრანგ. Métro de Toulouse) — მეტროპოლიტენის სისტემა საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში. 2003 წლამდე მართავდა კომპანია SEMVAT (Société d'économie mixte des voyageurs de l’agglomération toulousaine), რომლის აქციების 80 %-იც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, 20 % კი — კერძო აქციონერებს. 2003 წლიდან კი მართავს სახელმწიფო კომპანია Tisséo Réseau Urbain.

ტექნიკა და მოძრავი შემადგენლობა

რედაქტირება

მეტროპოლიტენი შედგება 2 ხაზისგან: A და B. ორივე ხაზი აბსოლუტურად ავტომატურია და კომპანია MATRA-ს მიერ შემუშავებულ VAL ტექნოლოგიას იყენებს.

ხაზი A შედგება 18 სადგურისგან. 13 მათგანს გააჩნია თანაბარი სიგრძე 52 მ. და შეუძლია ოთხვაგონიანი შემადგენლობის მიღება. ყველა სადგური დახურული ტიპისაა. ყოველ ორვაგონიან სექციას შეუძლია 150-200 მგზავრის მიღება. მატარებელს შუძლია, განავითაროს 60 კმ/სთ. სიჩქარე. მინიმალურად შესაძლებელი ინტერვალი — 65 წმ.-ია.

ხაზი B შედგება 15 კილომეტრზე განლაგებული 20 სადგურისგან და ქალაქს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კვეთს. ქალაქის ცენტრში „ჟან-ჟორესის“ სადგურზე შესაძლებელია ხაზ A-ზე გადაჯდომა.

დღესდღეობით გამოიყენება 2 ტიპის ვაგონები: VAL 206 და VAL 208.

 
VAL 208

მარშრუტი

რედაქტირება

Basso-CamboBalma Gramont. ძირითადად მიწისქვეშა ტიპისაა. გარკვეული ნაწილი კი ესტაკადებზეა.

  • Balma-Gramont
  • Argoulets
  • Roseraie
  • Jolimont
  • Marengo-SNCF
  • Jean-Jaurès
  • Capitole
  • Esquirol
  • Saint-Cyprien — République
  • Patte-d’Oie
  • Arènes
  • Fontaine-Lestang
  • Mermoz
  • Bagatelle
  • Mirail-Université
  • Reynerie
  • Bellefontaine
  • Basso-Cambo

ხაზი შედგება 18 სადგურისგან, რომლის სიგრძეც 12,5 კმ.-ია. იგი კვეთს ქალაქს ჩრ.-აღ.-დან სამხ.-დას.-ისკენ და გადის ტულუზის ცენტრში.

BorderougeRamonville

  • Borderouge
  • Trois Cocus
  • La Vache
  • Barrière de Paris
  • Minimes
  • Canal du Midi
  • Compans-Caffarelli
  • Jeanne d'Arc
  • Jean-Jaurès
  • François-Verdier
  • Carmes
  • Palais de Justice
  • Saint-Michel Marcel-Langer
  • Empalot
  • Saint-Agne SNCF
  • Saouzelong
  • Rangueil
  • Faculté de Pharmacie
  • Université Paul-Sabatier
  • Ramonville

ხაზი შედგება 20 სადგურისგან, რომლის სიგრძეც 15 კმ.-ია და გადის ჩრ.-დან სამხ.-ისკენ.

  • 1983: ტულუზის ქალაქის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მეტროს ხაზის სამხ.-დას.-დან ჩრ.-აღ.-ით მშენებლობის შესახებ.
  • 1985: გადაწყდა VAL ტექნოლოგიის გამოყენება.
  • 1987: პრექტს ჩაუტარდა ექსპერტიზა და მოიწონეს.
  • 1989: დაიწყო A ხაზის მშენებლობა.
  • 1993: (26 ივნისი) გაიხსნა ხაზი A.
  • 1997: დაიწყო B ხაზის დაპროექტება და A ხაზის დაგრძელება.
  • 2001: დაიწყო B ხაზის მშენებლობა და A ხაზის დაგრძელება.
  • 2003: (დეკემბერი) გაიხსნა A ხაზის ახალი რეგიონი.
  • 2007: (30 ივნისი) გაიხსნა ხაზი B.
  • 2013: იგეგმება B ხაზის დაგრძელება.
  • 2015: იგეგმება A ხაზის დაგრძელება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება