სან-მიგელ-დე-ტუკუმანი

(გადამისამართდა გვერდიდან ტუკუმანი)

სან-მიგელ-დე-ტუკუმანი — ქალაქი ჩრდილოეთ არგენტინაში. ტუკუმანის პროვინციის დედაქალაქი. ბუენოს-აირესიდან დაცილებულია 1.311 კმ-ით. არგენტინის უდიდესი ქალაქი ბუენოს-აირესის, კორდობის, როსარიოს და მენდოსის შემდეგ, ჩრდილოეთ არგენტინის უმთავრესი ქალაქი. მოსახლეობა შეადგენს 527,607 ადამიანს (2009).

ქალაქი
სან-მიგელ-დე-ტუკუმანი
San Miguel de Tucumán

გუბერნიის შენობა
დროშა გერბი

ქვეყანა არგენტინის დროშა არგენტინა
პროვინცია ტუკუმანის პროვინცია
კოორდინატები 26°49′00″ ს. გ. 65°12′00″ დ. გ. / 26.81667° ს. გ. 65.20000° დ. გ. / -26.81667; -65.20000
დაარსდა 1565 წ.
ფართობი 91 კმ²
ცენტრის სიმაღლე 431
მოსახლეობა 527,607 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 5799 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-3
სატელეფონო კოდი 0381
საფოსტო ინდექსი T4000
ოფიციალური საიტი sanmigueldetucuman.gov.ar
სან-მიგელ-დე-ტუკუმანი — არგენტინა
სან-მიგელ-დე-ტუკუმანი

ქალაქი 1565 წელს დააარსეს ესპანელმა კონკისტადორებმა, როდესაც ისინი პერუდან ექსპედიციებს აწყობდნენ, ხოლო ამჟამინდელ გეოგრაფიულ ადგილას გადაადგილდა 1685 წელს.

ქალაქი უმნიშვნელოვანესი კომერციული და სასოფლო-სამეურნეო ცენტრია. აწარმოებს შაქრის ლერწამს, თამბაქოს, ბრინჯს, ხილს, რის გამოც ხშირად „არგენტინის ბაღსაც" უწოდებენ.

აქ მდებარეობს 1914 წელს დაარსებული ტუკუმანის ეროვნული უნივერსიტეტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება