დუგა

(გადამისამართდა გვერდიდან ტუგა)

დუგა ან ტუგა (ბერბერ. Dugga, Tugga, არაბ. دقة‎) — ძველრომაული ქალაქი ჩრდილოეთ ტუნისში, რომელიც მოიცავს 65 ჰა არქეოლოგიურ ტერიტორიას. 1997 წელს იუნესკომ დუგა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, რადგან ის მიჩნეულია „საუკეთესოდ შემონახულ პატარა ჩრდილოაფრიკულ რომაულ ქალაქად“. ნაქალაქარი, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, დაცულია თანამედროვე ურბანული პროცესების ყოველგვარი ხელყოფისგან, რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად კართაგენზე, რომელიც მრავალჯერ შერემონტდა.

დუგა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ტუნისის დროშა ტუნისი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii
სია [1]
რეგიონი** არაბული სახელმწიფოები
კოორდინატები 36°25′20″ ჩ. გ. 9°13′06″ ა. გ. / 36.42222° ჩ. გ. 9.21833° ა. გ. / 36.42222; 9.21833
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 794
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 794
ინგლ.რუს.ფრ.

ქალაქს უიშვიათესად აქცევს მისი ზომა, ბრწყინვალედ დაცული მონუმენტები და მდიდარი ნუმიდიურ-ბერბერული, პუნიკური, ძველრომაული და ბიზანტიური ისტორია. ყველაზე ცნობილ მონუმენტებსა და ადგილებს შორისაა პუნიკურ ლიბიური მავზოლეუმი, კაპიტოლიუმი, თეატრი, სატურნისა და იუნონას ტაძრები.

არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს თანამედროვე ქალაქ ტებურსუკიდან 4, 6 კილომეტრში, დაუსახლებელ პლატოზე.

დუგას ისტორია უკეთესადაა ცნობილი მისი რომაული დაპყრობის შემდეგ. მიუხედავად ამისა, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რომაელებამდელი ძეგლები, მათ შორის მავზოელუმი, ნეკროპოლისი და ტაძრები. ეს მონუმენტები ქალაქის მნიშვნელობაზე მიუთითებენ ჯერ კიდევ რომაელთა მოსვლამდელ ხანაში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დუგა&oldid=4306416“-დან