ტროსტიანეცის ბრძოლა

ტროსტიანეცის ბრძოლა
ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი

ქალაქი ბრძოლების შემდეგ
თარიღი 24 თებერვალი – 26 მარტი, 2022
(1 თვე და 2 დღე)
მდებარეობა ტროსტიანეცი, სუმის ოლქი, უკრაინა
შედეგი

უკრაინის გამარჯვება

  • 1 მარტს რუსულმა ძალებმა დაიკავეს ქალაქი
  • 26 მარტს უკრაინულმა ძალებმა უკან დაიბრუნეს
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები
  • მე-4 საგვარდიო სატანკო დივიზია[1]
უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები
  • 93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა[1]
დანაკარგები
  • 3+ დაღუპული[2]
  • 10 ტყვედ ჩავარდნილი[3]
უცნობია
სულ მცირე 50 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე[4]
ტროსტიანეცის ბრძოლა ვიკისაწყობში

ტროსტიანეცის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. სუმის ოლქის ქალაქ ტროსტიანეცს ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ფარგლებში თებერვლის ბოლოს თავს დაესხნენ რუსული ძალები. ერთი თვის განმავლობაში ოკუპირებული ქალაქი, მარტის ბოლოს ხელახლა დაიკავეს უკრაინელმა ძალებმა.

რუსული შეტევა

რედაქტირება

ტროსტიანეცს თავს დაესხნენ შემოჭრის პირველ დღეს, 24 თებერვალს.[5][2] უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა ქალაქის მთავარ გზებზე ხეები მოჭრეს, რამაც რუსული ნაწილების წინსვლა შეანელა.[4] ბრძოლების შემდეგ, 2022 წლის 1 მარტს ქალაქი რუსებმა აიღეს.[1][5][6] მათ სამხედრო შტაბი ქალაქის რკინიგზის მთავარ სადგურზე მოაწყვეს.[7][8] მარტის შუა რიცხვებში რუსული ჯარის ნაწილი რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ძალებმა ჩაანაცვლეს.[2]

ქალაქი ოკუპირებული იყო დაახლოებით 800 რუსი ჯარისკაცის მიერ.[2] ოკუპაციის დროს უკრაინელი პოლიციელები ქალაქში საიდუმლოდ რჩებოდნენ და მხარს უჭერდნენ როგორც ადგილობრივ მოქალაქეებს, ასევე ამ მხარეში მოქმედ პარტიზანულ ძალებს.[2] უკრაინულმა ძალებმა ქალაქის სამხრეთით ხიდი გაანადგურეს, რითაც უკრაინის სიღრმეში რუსების წინსვლა შეაჩერეს.[4] ქალაქის მერი, იური ბოვა, ახლომდებარე სოფლებში იმალებოდა, ქალაქში არდარჩენის გადაწყვეტილების გამო გარკვეული კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ უკრაინელთა წინააღმდეგობის, მათ შორის რუსული პოზიციების დაბომბვის, კოორდინაციას განაგრძობდა.[4] მარტის დასაწყისში გავრცელდა ცნობები რუსული ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯის შესახებ.[4]

უკრაინული კონტრშეტევა

რედაქტირება

23 მარტს დაწყებული კონტრშეტევის შედეგად უკრაინელებმა 26 მარტისთვის ტროსტიანეცი დაიბრუნეს.[2][9] ბრძოლის დროს ცეცხლის სამიზნე გახდა ქალაქის საავადმყოფო, რაშიც მოსახლეობა რუსულ ძალებს ადანაშაულებდა.[2] ქალაქის გარეუბანში საბრძოლო მოქმედებებისა და ჭურვების დაშენის შემდეგ, უკრაინული ძალების მისვლამდე რუსეთის ჯარებმა ღამით მეტწილად უკან დაიხიეს.[10]AFP“-ის მოხსენებაში ნათქვამი იყო „ათეულობით“ განადგურებული ან დაზიანებული ტანკისა და ჯავშანტექნიკის შესახებ.[8]The New York Times“ იტყობინებოდა, რომ ქალაქის დაბრუნების დროს ადგილზე საკვები პროდუქტები მცირე რაოდენობით იყო.[2]

შედეგები

რედაქტირება

ბრძოლების შეწყვეტის შემდეგ, ოლქის გუბერნატორმა დმიტრო ჟივიცკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტროსტიანეცის ზოგიერთი ნაწილი დანაღმული დარჩა, მიმდინარეობდა ჰუმანიტარული დახმარების შეტანა.[11][12] ქალაქის მერის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა სულ მცირე 50 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.[4]

  1. 1.0 1.1 1.2 Mendick, Robert; Freeman, Colin; Kilner, James (2022-03-27). „Legendary Stalingrad tank division destroyed as Ukraine reclaims key town“. The Telegraph (ინგლისური). ISSN 0307-1235. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-29. ციტირების თარიღი: 2022-03-30.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Gibbons-Neff, Thomas; Yermak, Natalia; Hicks, Tyler (2022-04-03). „‘This Is True Barbarity’: Life and Death Under Russian Occupation“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-03. ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  3. „Mariupol on verge of catastrophe with 160,000 trapped“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-28. ციტირების თარიღი: 2022-03-31.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Walker, Shaun (5 აპრილი, 2022). „‘Barbarians’: Russian troops leave grisly mark on town of Trostianets“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 „Trostyanets captured by aggressor – head of Regional Military Administration“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-31.
  6. Reuter, Christoph (2022-03-29). „(S+) Ukraine: Wie die Stadt Trostjanez nach vier Wochen von den Russen befreit wurde“. Der Spiegel (გერმანული). ISSN 2195-1349. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-29. ციტირების თარიღი: 2022-03-29.
  7. „Ukraine says it retook captured town near Russian border“. Times of Israel. 27 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-26. ციტირების თარიღი: 2022-03-27. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  8. 8.0 8.1 „Russians leave behind wreckage, hunger in Ukraine town of Trostyanets“. France 24 (ინგლისური). Agence France-Presse. 2022-03-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-30. ციტირების თარიღი: 2022-03-30.
  9. Pahulych, Roman (30 მარტი, 2022). „Ukrainian Forces Recapture Eastern Town Near Russian Border“. Radio Free Europe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  10. Rosa, Andrea; Dana, Felipe (2022-03-29). „After Russian forces pull back, a shattered town breathes“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-29.
  11. Chernova, Yuliya; Coles, Isabel; Colchester, Max (2022-03-27). „Ukraine Seeks to Exploit Shift in Russia’s Military Strategy“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-28. ციტირების თარიღი: 2022-03-29.
  12. „Russians plant mines in hospital before retreating from Trostianets“ (ინგლისური). Ukrinform. 2022-03-27. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-27. ციტირების თარიღი: 2022-03-27.