ტროპი (მკერდი)
ტროპი, ქედი — მკერდის ძვლის გასწვრის ამაღლებული ნაწილი, რომლის დანიშნულებაა დამატებითი ფართობის წარმოქმნა ხერხემლიანი ცხოველების ძლიერი მკერდის კუნთებისათვის. მისი განვითარება დამოკიდებულია წინა კიდურების მოძრაობის ხასიათზე. ტროპი აქვს ზოგიერთ მთხრელ ძუძუმწოვარს (თხუნელა), აგრეთვე მცურავ (პინგვინები) და მფრინავ ფორმებს (გადაშენებული მფრინავი ხვლიკები, ფრინველები, ხელფრთიანები). განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული ტროპიანებში. არამფრინავ ფორმებში ტროპი სულ არ არის ან სუსტადაა განვითარებული. ზოგიერთი ფრინველის (წერო, გედი) მკერდის ძვალი და ტროპი შეიცავს ტრაქეის ნახვევებს, რომლებიც რეზონატორების როლს ასრულებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 57.