ტრიფონ თეიმურაზის ძე ენუქიძე (დ. 1877, სოფ. წკადისი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 26 ნოემბერი, 1937, მოსკოვი) — ქართული წარმომავლობის ბოლშევიკი, საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოხელე.

იყო მუშა თბილისის სხვადასხვა ქარხანაში. 1899 წელს შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიას. 1903-1905 წლებში მუშაობდა არალეგალურ სტამბაში „ნინა“ ბაქოში. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. 1909-1912 წლებში კვლავ ბაქოში მუშაობდა. 1918 წელს იყო სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სტამბის მმართველი, 1919-1937 წლებში — სახელმწიფო ნიშნების ფაბრიკების „გოზნაკის“ დირექტორი. 1937 წლის ივლისში დააპატიმრეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით და იმავე წლის ნოემბერში დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • იმედაშვილი, ი., ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952, ტ. II ე-ლ, თბ., 2021. —გვ. 53.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება