ტრირ-ზიუდი

(გადამისამართდა გვერდიდან ტრირი-ზიუდი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტრირ-ზიუდი არის ქალაქ ტრირის 19 უბნიდან ერთ-ერთი რაინლანდ-პფალცის მხარეში.

უბნის მდებარეობა ტრირში
იესოს სახელობის ეკლესია ტრირ–ზიუდში
ებრაული სასაფლაო

გეოგრაფია

რედაქტირება

ტრირ-ზიუდი მდებარეობს უშუალო სიახლოვეს ქალაქი ცენტრში. უბანს ესაზღვრება სანქტ–ბარაბარასა და სანქტ–მათიასისა და მედარდის ქუჩები, მის დასავლეთით კი მიედინება მდინარე მოზელი და ტრირ–ზაარბრიუკენ–ლუქსემბურგის მიმართულებით მიმავალ ავტობანი.

კულტურა და ღირსშესანიშნაობანი

რედაქტირება

სანქტ–მათიასის სახელობის სააბატოში ასვენია წინასწარმეტყველი მათიასი (ქართ. მათე). აქაური მონასტერი ერთ–ერთი უძველესია ქალაქში. უბნის ერთ–ერთი საინტერესო სანახაობაა ბარბარას თერმები, რომელიც წარმოადგენს II საუკუნიდან შემორჩენილ საბანაო და საცურაო დაწესებულებას. ამ დაწესებულებას რომაელები არა მარტო ფუნქციონალურად გამოიყენებდნენ, არამედ დროის სატარებლადაც.

ეკონომიკა და ინფრასტუქტურა

რედაქტირება

ტრანსპორტი

რედაქტირება

ქალაქის ამ უბანში მდებარეობს ტრირის უნივერსიტეტის მიმართულებით გადასხვევი მაგისტრალი, რომელსაც უნივერსიტეტის სამხრეთ ნაწილში მივყავართ. ამ მიზეზის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისე კარგადაა ორგანიზებული, რომ ტრირ–ზიუდის უბანში მდებარე ნებისმიერი ავტობუსის გაჩერებიდან უნივერსიტეტის მიმართულებით ყოველ 6 წუთში გადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რის გამოც აქ ბევრი სტუდენტი ცხოვრობს. უბნის მთავარი ქუჩაა ზაარშტრასე.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრირ-ზიუდი“-დან