ტრიპოლისი
ტრიპოლისი (ძვ. ბერძნ. Τρίπολις), ყოფილი ისხოპოლისი — ანტიკური დასახლება შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ისტორიული პონტოს რეგიონში, იმავე სახელობის მდინარესთან. მდებარეობს კლდოვან კონცხზე.[1] დღეს წარმოადგენს ქალაქ ტირებულუს არქეოლოგიურ საიტს. ადმინისტრაციულად შედის გირესუნის პროვინციაში, თურქეთის შავი ზღვის რეგიონში.[2][3]
ისტორია
რედაქტირებატრიპოლის ტერიტორია თავდაპირველად მოსინიკების განსახლების არეალში შედიოდა. პლინიუს უფროსი „ბუნების ისტორია“-ში მოგვითხრობს რომ ტრიპოლის ციხე-ქალაქი დაარსდა ძვ.წ. 656 წელს, როგორც ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო მილეტის ერთ-ერთი სავაჭრო კოლონია. ის ზეფირიუმის კონცხის აღმოსავლეთით 18 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა.[4] ქალაქს გააჩნდა საკუთარი ნავსადგური. ტრიპოლი მოგვიანებით შედიოდა რომის და ბიზანტიის იმპერიაში. მოგვიანებით მის შემადგენლობაში შევიდა ორი ციხე-ქალაქი ანდოზი (დღევანდელი ესპიე) და ბედრამა (ბედრუმი). 1204 წელს ქართველა ხალდიაში ლაშქრობის შედეგად ტრიპოლი გახდა ახლად წარმოქნილი ტრაპიზონის იმპერიის ნაწილი. 1404 წლისთვის ის ტრაპიზონის იმპერატორების უშუალო სამფლობელოს წარმოადგენდა.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Hamilton, Researches, i. p. 257.
- ↑ თარგი:Cite DARE
- ↑ თარგი:Cite Barrington
- ↑ Arrian, Periplus Ponti Euxini 16.4; Anon. Periplus Ponti Euxini p. 13; თარგი:Cite Pliny
- ↑ Ruy Gonzáles de Clavijo, Narrative of the Embassy of Ruy Gonzalez de Clavijo to the Court of Timour at Samarcand AD 1403-6, translated by Clemens Markham (London: Hakluyt Society, 1859), p. 60