ტრიპლანი
ტრიპლანი (ტრი... და ლათ. planum — „სიბრტყე“) — თვითმფრინავი, რომელსაც აქვს სამი მზიდი ზედაპირი (სამი ფრთა) ერთმანეთის თავზე.
თვითმფრინავების კონსტრუქციაში მრავალი ფრთის გამოყენების ტენდენცია, ავიაციის განვითარების საწყისი ეტაპის დამახასიათებელი თვისება იყო. აეროდინამიკა, როგორც მეცნიერება, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო და პირველი თვითმფრინავის შემქმნელები ცდილობდნენ ამ გზით გაეზარდათ ამწე ძალა. თუმცა, გაზრდილი წევის გამო, ამ დიზაინის თვითმფრინავებმა სწრაფად დაუთმეს ადგილი ბიპლანებსა და მონოპლანებს.