კვადროპლანი (კვადრ... და ლათ. planum — „სიბრტყე“) — თვითმფრინავი, რომელსაც აქვს ოთხი მზიდი ზედაპირი (ოთხი ფრთა) ერთმანეთის თავზე.

Wight Quadruplane საარქივო ფოტო, 1916 წელი

თვითმფრინავების კონსტრუქციაში მრავალი ფრთის გამოყენების ტენდენცია, ავიაციის განვითარების საწყისი ეტაპის დამახასიათებელი თვისება იყო. აეროდინამიკა, როგორც მეცნიერება, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო და პირველი თვითმფრინავის შემქმნელები ცდილობდნენ ამ გზით გაეზარდათ ამწე ძალა. თუმცა, გაზრდილი წევის გამო, ამ დიზაინის თვითმფრინავებმა სწრაფად დაუთმეს ადგილი ბიპლანებსა და მონოპლანებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება