ტრიოდი
ტრიოდი (ბერძ. tri — „სამი“ და [ელექტრო]დი) — ელექტრონული მილაკი, რომელსაც აქვს სამი ელექტროდი (უშუალო ან არაუშუალო ვარვარის თერმოელექტრონული კათოდი, მმართველი ბადე და ანოდი). გამოიგონა ლ. დე ფორესტმა 1906 წელს. პირველად ტრიოდს იყენებდნენ, როგორც მიმღებ-მაძლიერებელ ელექტრონულ მილაკს. გავრცელებული იყო ცილინდრული და ბრტყელი ტრიოდები. ასევე ცნობილი იყო მინიატურული და ზემინიატურული ტრიოდები (მაგ. ნუვისტორი). ნახევარგამტარიანი ელექტრონიკის განვითარების შედეგად ტრიოდი შეცვალა ნახევარგამტარიანმა ხელსაწყოებმა — ტრანზისტორებმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 52.