ტრიზონია (გერმ. Trizone) — მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ სახელით მოიხსენიებოდა ქვეყნის ის ნაწილი, რომელიც სამი დასავლური საოკუპაციო ზონის გაერთიანებით შეიქმნა. ომში გამარჯვებული მოკავშირეები 1948 წელს ლონდონში შეთანხმდნენ, რომ გერმანიაში თავიანთი, ბრიტანული, ფრანგული და ამერიკული საოკუპაციო ზონები ტრიზონიის სახელით გაეერთიანებინათ. ტრიზონია, როგორც არაოფიციალური ეკონომიკური გაერთიანება, იყო მარშალის გეგმის სახელით ცნობილი ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამის შემადგენელი ნაწილი. ტრიზონიის ბაზაზე 1949 წელს დაარსდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (დასავლეთი გერმანია).

საოკუპაციო ზონები გერმანიაში 1945 წელს

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება