ტრიესტის თავისუფალი ტერიტორია
ტრიესტის თავისუფალი ტერიტორია (იტალ. Territorio libero di Trieste, სლოვენ. Svobodno tržaško ozemlje; ხორ. Slobodni teritorij Trsta; ტრიესტული და ისტრიული: Teritorio Libero de Trieste) — ცენტრალურ ევროპაში არსებული თავისუფალი ტერიტორია. მდებარეობდა ჩრდილოეთ იტალიასა და იუგოსლავიას შორის ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ტერიტორია ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და იყო გაეროს უშიშროების საბჭოს მფარველობის ქვეშ.
ტრიესტის თავისუფალი ტერიტორია Territorio Libero di Trieste Svobodno tržaško ozemlje Slobodni teritorij Trsta გაეროს უშიშროების საბჭოს მფარველობის ქვეშ მყოფი დამოუკიდებელი ტერიტორია | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | ტრიესტი | ||||||||
ენა | ინგლისური (ადმინისტრატიული), იტალიური, ხორვატული, სლოვენური, ტრიესტული | ||||||||
ფულის ერთეული | იტალიური ლირა (ზონა A) ტრიესტული ლირა (ზონა B) | ||||||||
მმართველობის ფორმა | გაეროს უშიშროების საბჭოს სამხედრო მთავრობა | ||||||||
პრეზიდენტი | |||||||||
- 1947–1951 | ტერენს ეირეი | ||||||||
- 1951–1954 | ჯონ ვინტერტონი | ||||||||
თავისუფალი ტერიტორია 1947 წლის 10 თებერვალს იტალიასთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა. მიზანი იყო ტერიტორიაზე მცხოვრები შერეული ეთნიკური მოსახლეობის ნეიტრალურ ქვეყანაში გაერთიანება, ასევე იუგოსლავიასა და იტალიას შორის გაჩენილი ტერიტორიული დავის მოგვარება. ტერიტორიის ადმინისტრირება გაყოფილი იყო ორ ნაწილად: პირველი მოიცავდა საპორტო ქალაქ ტრიესტსს და ვიწრო სანაპიროზოლს ჩრდილო–დასავლეთით (ზონა A); ხოლო მეორე უფრო მსხვილო ზონა (ზონა B) წარმოადგენდა ისტრიის ნახევარკუნძულის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილს.
ტერიტორიაზე კონტროლი მისმა მეზობლებმა 1954 წელს დე–ფაქტო აიღეს, ხოლო ფორმალურად ეს გაფორმდა შედარებით გვიან 1975 წლის ოსიმოს ხელშეკრულებით, რომლის რატიფიცირებაც 1977 წელს მოხდა..[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Drašček, Nuša. "Slovenska zahodna meja po drugi svetovni vojni", diplomsko delo, Univerza v Ljubljani, Ljubljana, 2005