ტრიგლავის ტბების ხეობა

ტრიგლავის ტბების ხეობა (სლოვენ. Dolina Triglavskih jezer) — კლდოვანი, ფრიალო ხეობა იულიუსის ალპებში, სლოვენიაში. ხეობა მდებარეობს ტრიგლავიდან სამხრეთ-დასავეთით. ხეობას ზოგჯერ ეწოდება შვიდი ტბის ხეობა (Dolina sedmerih jezer), თუმცა აქ 10 ტბაა და არა შვიდი. ასევე ცნობილია როგორც კლდოვანი ხეობის ზღვა (Dolina kamnitega morja).

ორმაგი ტბა (Dvojno jezero), წარმოადგენს ორ დაკავშირებულ ტბას. ზღვის დონიდან 1,838 მეტრი.
შავი ტბა (Črno jezero). მდებარეობს ზღვის დონიდან 1,294 მეტრზე.

ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა (1294 მ) არსებული ტბაა: შავი ტბა (Črno jezero). ამ ტბის ტერიტორიაზე ცხოვრობს ალპური ტრიტონი (ლათ. Ichthyosaura alpestris), რომელიც ენდემურ სახეობას წარმოადგენს. მის ზემოთ (ზ. დ. 1676 მ) არის ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ტბა, რომლებიც ორმაგი ტბის (Dvojno jezero) სახელითაა ცნობილი. 1838 მეტრზე მდებარეობს დიდი ტბა (Veliko jezero), ეს არის ყველაზე ღრმა და დიდი ტბა ხეობის ტბებს შორის. ყველაზე ზემოთ (1993 მ) მდებარეობს ტბა პოდსტენი (Jezero v Podstenju).

გავლენა კულტურაში

რედაქტირება

მარკო პოგაჩნიკის მიერ შექმნილ სლოვენიის გერბზე, ტრიგლავის მთის ქვეშ გამოსახული ორი ზოლი არის ტრიგლავის ტბების ხეობის გამომხატველი.[1]