ტრეპელი
ტრეპელი (გერმ. Tripel) — წვრილფორიანი ფხვიერი ან სუსტად შეცემენტებული დანალექი ქანი. უმთავრესად შედგება ოპალის, ზოგჯერ ქალცედონის სფერული ფორმის 0,01-0,02 მმ ზომის ნაწილაკების — გლობულებისაგან. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 1-3; სიმკვრივე 2000-3000 კგ/მ³. მეტად მსუბუქია. წარმოიქმნება ბიოქიმიური გზით. იყენებენ საიზოლაციო, აბრაზიულ და საშენ მასალად, აგრეთვე როგორც შთანთქმელს და კატალიზატორს. სახელი ეწოდა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის (Tripoli) სახელწოდების მიხედვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 45.