ტრენტ ოპალოქი (ინგლ. Trent Opaloch; დ. 31 დეკემბერი, 1969) — კანადელი კინოოპერატორი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია რეჟისორებთან, ნილ ბლომკამპთან და ძმებ რუსოებთან თანამშრომლობით.

ტრენტ ოპალოქი
მშობლიური სახელი Trent Opaloch
დაბადების თარიღი 31 დეკემბერი, 1961 (1961-12-31) (62 წლის)
თანდერ-ბეი, ონტარიო, კანადა
მოქალაქეობა კანადის დროშა კანადა
საქმიანობა კინოოპერატორი
აქტიური 2003-დღემდე

დაიბადა და გაიზარდა თანდერ-ბეიში, ონტარიოში. კინოწარმოებას ეუფლებოდა კონფედერაციის კოლეჯში.[1] 1996 წელს საცხოვრებლად გადავიდა ვანკუვერში, სადაც დაიწყო მისი პროფესიული კარიერა.[2]

ოპალოქის განთქმული ნამუშევრებია: „რაიონი 9“ (2009), „კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი“ (2014), „ჩაპი“ (2015), „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ (2016), „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (2018), „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019).

2010 წელს მიიღო BAFTA-ს ნომინაცია საუკეთესო ოპერატურისთვის.[3]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელი რეჟისორი
2009 „რაიონი 9“ District 9 ნილ ბლომკამპი
2013 „ელიზიუმი“ Elysium
2014 „კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი“ Captain America: The Winter Soldier ენტონი და ჯო რუსოები
2015 „ჩაპი“ Chappie ნილ ბლომკამპი
2016 „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ Captain America: Civil War ენტონი და ჯო რუსოები
2018 „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ Avengers: Infinity War ენტონი და ჯო რუსოები
2019 „შურისმაძიებლები: დასასრული“ Avengers: Endgame ენტონი და ჯო რუსოები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. TRENT OPALOCH. www.cinematographers.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-08. ციტირების თარიღი: 2017-02-15.
  2. Bankston, Douglas (სექტემბერი, 2013). „Worlds Apart“. American Cinematographer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-13. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. 2010 Film Cinematography | BAFTA Awards. awards.bafta.org. ციტირების თარიღი: 2017-02-07.