ტრანს-საჰარის გაზსადენი
ტრანს-საჰარის გაზსადენი (აგრეთვე ცნობილი როგორც გაზსადენი NIGAL ან ტრანსაფრიკული გაზსადენი) — დაგეგმილი ბუნებრივი აირის მაგისტრალური სადენი ნიგერიიდან ალჟირში. ის მოიაზრება, როგორც ევროპის კავშირის გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროს შექმნის შესაძლებლობა.[1]
ისტორია
რედაქტირებატრანს-საჰარის გაზსადენის იდეა პირველად წამოყენებულ იქნა 1970-იან წლებში. 2002 წლის 14 იანვარს ნიგერიის ეროვნულმა პეტროლიუმის კორპორაციამ (NNPC) და ალჟირის ეროვნულმა ნავთობისა და გაზის კომპანია „სონარტრაჩმა“ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი პროექტის მოსამზადებლად. 2005 წლის ივნისში ორივე კომპანიამ ხელი მოაწერა კონტრაქტს „Penspen Limited“-თან პროექტის მიზანშეწონილობის კვლევის ჩასატარებლად. კვლევა დასრულდა 2006 წლის სექტემბერში, რომლის დასკვნით გაზსადენი ტექნიკურად და ეკონომიკურად გამართლებული და სანდო იქნებოდა.
2009 წლის 20 თებერვლის შეხვედრაზე NNPC და „Sonatrach“ შეთანხმდა სამ მთავრობას შორის ურთიერთშეთანხმების მომორანდუმის პირობებით ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბებაზე. სამთავრობათშორისო შეთანხმება გაზსადენზე ხელმოწერილ იქნა ნიგერიის, ნიგერისა და ალჟირის ენერგეტიკის მინისტრების მიერ 2009 წლის 3 ივლისს აბუჯაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ რენდი ფაბი (2009-07-03). „ნიგერია, ალჟირი თანხმდებიან საჰარაში გაზის დამაკავშირებელი სადენის მშენებლობაზე“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-08. ციტირების თარიღი: 2009-07-03.