გენდერული ტრანზიცია

(გადამისამართდა გვერდიდან ტრანზიცია (ტრანსსექსუალური))

გენდერული ტრანზიცია (ლათ. transitu — გადაადგილება, გადასვლა) — პროცესი, რომელიც გულისხმობს ადამიანის გენდერული პრეზენტაციისა და სქესობრივი მახასიათებლების შეცვლას მისი შინაგანი გენდერული იდენტობის შესაბამისად.

ტრანზიცია მოიცავს ზოგიერთ ან ყველა შემდგომ, პირად, სამართლებრივ, სამედიცინო ცვლილებებს: ოჯახისათვის, მეგობრებისა ან/და თანამშრომლებისთვის საკუთარი გენდერული იდენტობის გაცხადება; სახელის ან/და სქესის შეცვლა საბუთებში; ჰორმონალური თერაპია; და, შესაძლოა (თუმცა ყოველთვის არა), ერთი ან რამდენიმე სახის ქირურგიული ოპერაცია.

გენდერის დადასტურების ოპერაცია (ძველად „სექსის კვლავმინიჭების“ ან „სქესის შეცვლის“ ოპერაცია) აღნიშნავს ქირურგიულ ცვლილებას და არის ტრანზიციის მხოლოდ მცირე ნაწილი. ყველა ტრანსგენდერი ადამიანი არ ირჩევს ამ ოპერაციის გაკეთებას ან არ მიუწვდება მასზე ხელი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება