ტოროტოროს ეროვნული პარკი
ტოროტოროს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Toro Toro) — ეროვნული პარკი ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტში. მდებარეობს ანდების მთათა სისტემის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 2000 - 3500 მეტრზე. მისი ფართობი 165 70 კმ²-ია. რეგიონი მთიანია, გამოირჩევა ღრმა კანიონებით, ხეობებითა და ჩანჩქერებით. ჰავა ნახევრადმშრალია.
ტოროტოროს ეროვნული პარკი
Parque Nacional Toro Toro | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ლა-პასის დეპარტამენტი |
ქვეყანა | ბოლივია |
კოორდინატები | 18°06′00″ ს. გ. 65°46′00″ დ. გ. / 18.10000° ს. გ. 65.76667° დ. გ. |
ფართობი | 165 70 კმ² |
დაარსდა | 1989 წ, 26 ივლისი |
მმართველი ორგანო | Servicio Nacional de Áreas Protegidas (SERNAP) |
პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია 329 სახეობის მცენარე და 49 სახეობის ცხოველი. განვითარებულია ტურიზმი. რეგიონი ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მოყვარულთათვის.