ტორე-ანუნციატა
ტორე-ანუნციატა (იტალ. Torre Annunziata) — ქალაქი და კომუნა იტალიაში, კამპანიის რეგიონის ნეაპოლის პროვინციაში. მდებარეობს ნეაპოლის ყურის სანაპიორზე, ვეზუვის მთის ძირში.
პომპეის არქეოლოგიური ზონა, ჰერკულანუმი და ტორე-ანუნციატა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | იტალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv, v |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 40°45′00″ ჩ. გ. 14°27′00″ ა. გ. / 40.75000° ჩ. გ. 14.45000° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 829 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 829 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ქალაქი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ ორჯერ გაანადგურა, პირველად 79 წლის 24 აგვისტოს და მეორედ 1631 წელს. ტორე-ანუნციატა ერთ დროს მნიშვნელოვანი მეტალურგიული ცენტრი იყო, და ამავე დროს განვითარებული იყო კვების მრეწველობა, განსაკუთრებით მაკარონის წარმოება. დღეისათვის მრეწველობის მთავარ დარგებად საზღვაო, შეიარაღების და ფარმაცევტული წარმოება რჩება.
კომუნის ტერიტორიაზე, გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძვ. წ. I საუკუნის რომაული ვილები, რომლებიც სავარაუდოდ ნერონის მეუღლეს, პოპეიას ეკუთვნოდა. ამიტომ მათ პოპეიას ვილებს უწოდებენ.
1997 წლიდან, ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.