ტოოლსეს ციხესიმაგრე

ტოოლსეს ციხესიმაგრე (ესტ. Toolse ordulinnus, გერმ. Tolsburg) — ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე და ყველაზე „ახალგაზრდა“ შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ესტონეთში. მდებარეობს ლიაენე-ვირუმაას მაზრაში, ქალაქ კუნდის მახლობლად.

ტოოლსეს ციხესიმაგრის ნანგრევები
ვიდეო

ციხესიმაგრის აგების თარიღად ითვლება 1471 წელი. მისი დამარსებელია ლივონიის ორდენის მაგისტრი იოჰან ვოლთუს ფონ ჰერსე. ციხესიმაგრე სავარაუდოდ რაკვერეს პორტს იცავდა მეკობრეების თავდასხმებისაგან. ლივონიის ომის პერიოდში ციხესიმაგრე დაინგრა. XVII საუკუნეში აღადგინეს თუმცა ჩრდილოეთის ომის პერიოდში კვლავ ნანგრევებად იქცა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება