ტონი ბრექსტონი
ტონი მიშელ ბრექსტრონი (ინგლ. Toni Michelle Braxton; დ. 7 ოქტომბერი, 1967, სევერნი, მერილენდი) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, ჩანაწერის პროდიუსერი, მუსიკის ტექსტების ავტორი და მსახიობი. 1980-იან წლებში თავის დებთან ერთად მღეროდა ჯგუფში The Braxtons.
ტონი ბრექსტონი | |
---|---|
ბრექსტონი 2015 წელს | |
მშობლიური სახელი | Toni Braxton |
დაბადების თარიღი |
7 ოქტომბერი, 1967[1][2] სევერნი, მერილენდი, აშშ |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1989-დღემდე |
მეუღლე(ები) | კერი ლუისი (იქ. 2001; გაშორდა 2013) |
პარტნიორ(ებ)ი | ბრაიან უილიამსი (2016-დღემდე) |
შვილ(ებ)ი | 2 |
მუსიკალური კარიერა | |
ინსტრუმენტები |
|
ჟანრი | |
ასოციაციები | |
ლეიბლი | |
საიტი | tonibraxton.com |
1990-იან წლებში ბრექსტონმა მიიპყრო პროდიუსერების ელ-რეი რიდისა და Babyface-ის ყურადღება და ხელშეკრულება გააფორმა LaFace Records-თან. მისივე სახელის მქონე სადებიუტო ალბომმა Toni Braxton (1993)[5] Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილს მიაღწია[6] და გაიყიდა 10 მილიონი ასლის რაოდენობით.[7][8] ალბომში შედიოდა ისეთი განთქმული სინგლები როგორებიცაა „Another Sad Love Song“ და „Breathe Again“. ალბომმა ბრექსტონს მოუტანა სამი გრემის ჯილდო.[9]
1996 წელს გამოსულ მეორე ალბომ Secrets-ს კიდევ ურო მეტი წარმატება ხვდა წილად, სადაც შედიოდა სინგლები „You're Makin' Me High“ და „Un-Break My Heart“. ალბომის გაყიდვებმა 15 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია.[10] „Un-Break My Heart“ იქცა ტონი ბრექსტონის პირველ სინგლად, რომელიც აშშ-ის Billboard Hot 100-ის ჩარტში საუკეთესო ათეულში მოხვდა. ამ ალბომისთვის ბრექსტონს გადაეცა ორი გრემი.
მისი მესამე ალბომი The Heat (2000) გამოსვლისთანავე Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილზე აღმოჩნდა,[11] ხოლო სინგლმა „He Wasn't Man Enough“ Billboard Hot 100-ის ჩარტში მეორე ადგილს მიაღწია და მომღერალს რიგით მეექვსე გრემი მოუტანა.[12]
ბრექსტონმა აგრეთვე გამოსცა ალბომები: More Than a Woman (2002), Libra (2005) და Pulse (2010). 2014 წელს რეპერ Babyface-თან ერთად გამოუშვა ალბომი Love, Marriage & Divorce, რისთვისაც 2015 წელს მეშვიდე გრემი გადაეცა.[13]
კაერიერის განმავლობაში ბრექსტონმა გაყიდა 67 მილიონი ჩანაწერი, მათ შორის 41 მილიონი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით. მან ჯამში მიიღო შვიდი გრემი,[14] ერთი ბილბორდის მუსიკალური ჯილდო, შვიდი ამერიკული მუსიკის ჯილდო და სხვა.
აშშ-ის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ იგი ყველა დროს ერთ-ერთ ყველაზე კომერციულად წარმატებულ მომღერლად დაასახელა.
დისკოგრაფია
რედაქტირება- 1993: Toni Braxton
- 1996: Secrets
- 2000: The Heat
- 2001: Snowflakes
- 2002: More Than a Woman
- 2005: Libra
- 2010: Pulse
- 2018: Sex & Cigarettes“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ტონი ბრექსტონი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ტონი ბრექსტონი AllMusic-ზე
- ტონი ბრექსტონი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ტონი ბრექსტონი — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb) (ინგლისური)
- ტონი ბრექსტონი — AllMovie
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Taylor, Derrick Bryson. (7 ოქტომბერი, 2012) Happy 45th Birthday, Toni Braxton!. Essence. ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი, 2013.
- ↑ PHOTOS: Toni Blows Out The Candles For Her 46th Birthday (7 ოქოტმბერი, 2012). ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2016.
- ↑ Huey, Steve. Toni Braxton – Music Biography, Credits and Discography. AllMusic. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2012.
- ↑ Otterson, Joe. (6 ოქტომბერი, 2015) Lifetime Finds Its Toni Braxton for Biopic. TheWrap. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი, 2016.
- ↑ Toni Braxton: Music: Toni Braxton. Amazon.com. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2006.
- ↑ Toni Braxton Chart History (Billboard 200). Billboard. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2018.
- ↑ Toni Braxton Back On Top After Bankruptcy. Jet (17 ივლისი, 2000). ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2010.
- ↑ Maza, Erik. (11 აპრილი, 2011) Toni Braxton's decade-long record sales slump. The Baltimore Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 11, 2016. ციტირების თარიღი: May 6, 2018.
- ↑ Toni Braxton. Yahoo! TV (14 მარტი, 2003). ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2006.
- ↑ (17 ივლისი, 2000) Jet – Google Livros. Books.google.com. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2010.
- ↑ Billboard 200 Albums – Year-End 2000". Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი, 2018.
- ↑ Taylor, Chuck. (19 October 2002) Braxton is back with 'More'. Billboard. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2017.
- ↑ The Official Site of Music's Biggest Night. GRAMMY.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 თებერვალი, 2012. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2015.
- ↑ grammy.com