ტონთიო — ისტორიული სოფელი ჯავახეთში. გადმოცემით, ბიზანტიის კეისარმა ჰერაკლემ (VII საუკუნე) საქართველოში ლაშქრობის დროს ერთ-ერთ მთაზე განძი დაფლა; ბერძნული სახელწოდებაც („ტონთიო“ — ოქროს მთა) აქედან მოდის.

ისტორიულ მეცნიერებაში მიღებული იყო აზრი, რომ ტონთიო ქალაქ გორის ადრინდელი სახელწოდებაა. ეს ვერსია, რომელიც მემატიანე ჯუანშერის (XI საუკუნე) თხზულებიდან მოდიოდა მეცნიერებაში ვახუშტი ბაგრატიონმა დაამკვიდრა (XVIII საუკუნე). გამოკვლევებმა ეს მოსაზრება არ დაადასტურა.

ლიტერატურა

რედაქტირება