ტომაზო როკი (იტალ. Tommaso Rocchi; დ. 19 სექტემბერი, 1977, ვენეცია, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. 2006–2007 წლებში იცავდა იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას.

ტომაზო როკი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
19 სექტემბერი, 1977 (1977-09-19) (46 წლის)
დაბადების
ადგილი
ვენეცია, იტალია
სიმაღლე 177 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1986–1993 ვენეცია
1994–1996 იუვენტუსი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995–1998 იუვენტუსი 0 (0)
1996–1997   პრო-პატრია 27 (6)
1997   ფერმანა 4 (0)
1997–1998   სარონო 28 (10)
1998–2000 კომო 62 (20)
2000–2001 ტრევიზო 37 (8)
2001–2004 ემპოლი 104 (28)
2004–2013 ლაციო 235 (103)
2013 ინტერი 13 (3)
2013–2014 პავოდა 18 (5)
2014–2015 ხალადაში 17 (3)
2015–2016 ტატაბანია 0 (0)
სულ 545 (186)
ეროვნული ნაკრები
1995 იტალია 17 წლ. 7 (4)
1995–1996 იტალია 18 წლ. 8 (3)
1998 იტალია 21 წლ. 1 (1)
2006–2007 იტალია 3 (0)
2008 იტალია ოლიმპიური 2 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

როკიმ კარიერა 9 ასაკში დაიწყო, როდესაც იგი მშობლიური ქალაქის ვენეციის გუნდში ჩაირიცხა, სადაც ძალიან მოაწონა თავი არა მარტო ვენეციელებს არამედ იუვენტუსის ხელმძღვანელობასაც, რომელთაც იგი თავისთან წაიყვანეს, თუმცა კარიერა იუვენტუსში როკის არ აეწყო, იმ 3 სეზონის განმავლობაში იგი სულ იჯარით იყო გაშვებული, ბოლოს კი 1998 წელს იგი „კომოს“ მიყიდეს, სადაც 2 ნორმალური სეზონი ჩაატარა. ამის შემდეგ იგი 1 სეზონით „ტრევიზოში“ გადაბარგდა სადაც 8 გოლის გატანა შეძლო 37 მატჩში.

როკი დიდ ფეხბურთში კარგად ემპოლიში გამოჩნდა, სადაც 2001 წელს გადავიდა და 3 კარგი სეზონი ჩაატარა. 2004-ში იგი რომის ლაციოში გადავიდა. რომაელებს მისი ტრანსფერი 2.5 მილიონი ევრო დაუჯდათ. პირველი გოლი ლაციოს შემადგენლობაში მან 2004-05 სეზონში გაიატანა ბრეშას წინააღმდეგ, ლაციომ კი 2:0 მოიგო. ეს სეზონი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა, მან 13 გოლის გატანა შეძლო + 2 გოლი უეფას თასზეც გაიტანა. ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი კი დერბიში რომას წინააღმდეგ იყო, რომელიც გუნდმა 3:1 მოიგო.

როკის მეწყვილე შეტევაში ლეგენდარული პაოლო დი კანიო იყო. მათ ძალზედ კარგი ტანდემი შექმნეს, თუმცა 2006 წელს დი კანიო წავიდა ლაციოდან და როკი პირველი და მთავარი ფორვარდი გახდა გუნდის, რაც მან ძალიან კარგად გაართვა თავი მაგ საქმეს.

2005-06 სეზონი ლაციომ მე-6 ადგილზე დაასრულა, თუმცა კალჩოპოლის სკანდალის გამო გუნდი ჯერ იყო სერია ბ-ში გააგდეს + 11 ქულაც ჩამოაკლეს, მაგრამ გადახედეს საქმეს და გუნდი ისევ დააბრუნეს სერია ა-ში, თუმცა მინუს 11 ქულა მაინც დაუტოვეს.

2006-07 სეზონში როკიმ 16 გოლი გაიტანა და დიდ წილად მისი დამსახურებაა რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, თუმცა იმის ფონზე რომ გუნდში ფინანსური კრიზისი იყო და ტრანსფერები ლოტიტომ არ განახორციელა ლაციო ჯგუფში ჩარჩა, როკიმ კი მხოლოდ ერთი გოლი ვერდერის წინააღმდეგ გაიტანა, თუმცა ჩემპიონატში 14 გოლის გატანა შეძლო.

2008-09 ყველაზე ცუდი სეზონი იყო როკის კარიერაში ლაციოში, ჯერ იყოდა 2 თვე გაუცდა ტრავმის გამო, მერე კიდე ფორმაშიც ვერ შევიდა და საბოლოოდ დიდი ვერაფრით დაამახსოვრდა ფანებს.

2008-09 სეზონის ბოლოს როკიმ მე-200 თამაში ჩაატარა ლაციოში და 83 გოლის გატანა შეძლო. ამავე წელს მან 18 ნომერი 9 ნომრით შეიცვალა და გუნდის კაპიტანიც გახდა.

2009-10 სეზონი ნორმალურად ჩაიარა როკისთვის, საბოლოოდ მან 10 გოლის გატანა შეძლო, თუმცა ლაციოსთვის არცთუ ისე კარგი სეზონი გამოდგა, გუნდი მე-2 ადგილს დასჯერდა მხოლოდ ჩემპიონატში.

2010-2011 სეზონში როკიმ გოლით დაიწყო ბოლონიასთან, თუმცა ტრავმის მიღების შემდეგ ფორმიდან სულ ამოავრდნილი იყო და მთლად სეზონიც კარგად ვერ წაუვიდა.

2011-2012 სეზონი როკისთვის კარგი გამოდგა დაწყებით ეტაპში, ჩემპიონატშიც და ევროპა ლიგაზეც, თუმცა ლაციო ჩემპიონთა ლიგის გარეთ დარჩა. 2012-2013 სეზონი კი როკისთვის მგონი ბოლო იქნება ლაციოში, თუ რა თქმა უნდა სკამზე ჯდომა არ ისურვა მთელი სეზონი.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

როკის დებიუტი ნაკრებში 2006 წლის 16 აგვისტოს შედგა ხორვატიასთან ამხანაგურ მატჩში, სულ კი ნაკრებში მან 3 თამაში ჩაატარა. 2008 წელს როკი იტალიასთან ერთად ოლიმპიურ თამაშებზეც იყო პეკინში.

მიღწევები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება