ტოლსტოის სახლი (რუს. Толстовский дом) — არაოფიციალური, თუმცა სახლის ფართოდ გავრცელებული სახელწოდება სანქტ-პეტერბურგში (რუსეთი). არქიტექტორი თედორე ლიდვალი. აშენდა 1910-1912 წლებში გრაფის — გენერალ-მაიორის მიხეილ ტოლსტოის განკარგულებით. 1913 წელს, გრაფის გარდაცვალების შემდეგ, სახლის მეპატრონე გახდა მისი ქვრივი გრაფინია ოლგა ტოლსტოი.

ტოლსტოის სახლი

შენობა აღჭურვილია ლიდვალის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი მაღალი რენესანსული თაღებით, ზედა სართულებზე არსებული ლოჯიებით, მკაცრი და დახვეწილი გაფორმებით, კომფორტითა და საცხოვრებელი სახლების განათებით. შენობის აშენებისთანვე გათვალისწინებული იყო სამრეცხაოს, წყლის მილისა და ლიფტის დამონტაჟება. საცხოვრებელი სახლი სხვადასხვა ფენის ხალხისთვის იყო კანკუთვნილი. არქიტექტურული სტილი მოდერნი.

შენობის რთული გეგმა შეიცავს თაღებით შეერთებულ 3 ქუჩას, რომლებიც ფასადების მსგავსად გულმოდგინეთ არის გაფორმებული. შენობის სიახლოვეს ნაკლებად დეკორირებული ქუჩებია. ფასადი ნაგებია კირქვით, აგურითა და ბათქაშით. თავდაპირველი გასასვლელები მდებარეობდა ქუჩების ცენტრში, ხოლო პატარა გაზონებით დაკავებული იყო მხოლოდ თავისებური ქუჩის გასწვრივი ადგილი. საბჭოთა დროს ქუჩების იერ-სახე მნიშვნელოვნად შეიცვალა; ქუჩების შუაგულში გაჭრეს გაზონები, სადაც ვერხვი ხარობდა, ხოლო კლუმბის ნაცვლად დაიდგა შადრევანი.

2008 წელს შეიქმნა კონდომინიუმი — ტოლსტოის სახლი, რომლის თავმჯდომარე 2009 წლიდან არის ხელოვნებათმცოდნე მარინა კოლოტილო. კონდომინიუმი ახორციელებს რესტავრაციასა და შენობის იერ-სახის შენარჩუნებას. ამჟამად ტოლსტოის სახლი არქიტექტურული თვალსაზრისით, დამახინჯებულია. დაგეგმილია მუზეუმის შექმნა და მზადდება შენობის 100 წლისთავთან დაკავშირებული პროგრამის მომზადება.

ტოლსტოის სახლი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია. იგი როგორც პარამეტრი გაშუქებულია მრავალ რუსულ ფილმში. ეძღვნება აგრეთვე დოკუმენტური ფილმი. გარდა ამისა, ზოგიერთი რუსული ლიტერატურული ნაწარმოებებისა და პოეზიის ნაწილია. მასვე მიეძღვნა რამდენიმე წიგნი. ტოლსტოის სახლში ცხოვრობს მრავალი ცნობილი ადამიანი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება