შადრევანი – ნაგებობა, რომელსაც იყენებენ ზევით მიმრთული წყლის ჭავლის ან ქვევით მიმდინარე ნაკადის ფუძედ ან შემოსაზღუდად. თავდაპირველად შადრევნებს აგებდნენ სასმელი წყლისთვის, შემდეგ კი იყენებდნენ დეკორატიული მიზნით საბაღე-საპარკე ხელოვნებაში. დეკორატიულ შადრევნებს აგებდნენ ანტიკურ, შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის, ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, ინდოეთში. შადრევნებს ამკობდნენ ქანდაკებებით, სვეტებით, ფილაებით და სხვა. შადრევნებს აშენებდნენ ქალაქის მოედნებზე, ვილებში, სასახლეთა კომპლექსებში.

ლიტერატურა

რედაქტირება