ტოკატა და ფუგა რე მინორი (BWV 565)
ტოკატა და ფუგა რე მინორი, BWV 565 — იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოები, რომელიც ბაროკოს სტილის ყველაზე ცნობილ ევროპულ საორგანო ნაწარმოებად ითვლება. მუსიკის ზოგიერთმა მკვლევარმა ეჭვქვეშ დააყენა ბახის ავტორობა[1], თუმცა თანამედროვე გაბატონებული მოსაზრებით იგი წარმოადგენს ბახის კომპოზიტორული განვითარების ერთ-ერთ იმ ფაზაზე შექმნილ მუსიკას, რომლიდანაც მცირე რაოდენობის ნაწარმოებებია შემორჩენილი.
ნაწარმოები შედგება სამი ნაწილისაგან: პირველია ტოკატა — პრელუდია სწრაფი ტემპითა და ძლიერი აკორდებით; მას მოსდევს ოთხხმიანი ფუგა, რომელიც თავის მხრივ მესამე დამამთავრებელ ნაწილს, ე. წ. „რეჩიტატივოს“ უერთდება და დასაწყისის იმპროვიზატორულ ხასიათს იღებს. სამივე ნაწილი ერთმანეთთან მოტივითა და ჰარმონიითაა დაკავშირებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- Timothy Albrecht: Musical Rhetoric in J.S. Bach's Organ Toccata BWV 565. In: Organ Yearbook. 11, 1980, ISSN 0920-3192.
- Eric Lewin Altschuler: Were Bach's Toccata and Fugue BWV 565 and the Ciacconia from BCW 1004 Lute Pieces?. In: The Musical Times. 146, Nr. 1893, 2005, ISSN 0027-4666, S. 77–87.
- Bernhard Billeter: Bachs Toccata und Fuge d-moll für Orgel BWV 565 – Ein Cembalowerk?. In: Die Musikforschung. 50, Nr. 1, 1997, ISSN 0027-4801, S. 77–80.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ტოკატა და ფუგა რე მინორი (BWV 565)“ ვიკისაწყობში.
- ბახის ტოკატები და ბუსონის ტრასკრიფციები, ნოტები და აუდიომასალები, nternational Music Score Library Project