ტოკარევის სახლი
ტოკარევის სახლი (რუს. Дом Токарева) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩაზე. დიდი სადოვაიის ქუჩისა და ჩეხოვის პროსპექტის გადაკვეთაზე. სახლი აშენდა 1905 წელს ეკლექტიკის სტილში. შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].
ტოკარევის სახლი რუს. Дом Токарева | |
---|---|
მდებარეობა | დონის როსტოვი |
ტიპი | ეკლექტიკა |
გახსნის თარიღი | 1905 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მისამართი: დონის როსტოვი, დიდი სადოვაიის ქუჩა № 106/46.
ისტორია
რედაქტირებატოკარევის სავაჭრო სახლი ააშენეს 1905 წელს[1]. მისი მფლობელი იყო როსტოველი ვაჭარი და სპირტის დამამზადებელი ქარხნის მფლობელი ნიკოლაი ტოკარევი. რევოლუციამდე შენობაში განთავსებული იყო ს. ბაბახანოვის სავაჭრო ცენტრი. რუსული თეატრალური საზოგადოება, რძის პროდუქტების მაღაზია, ფარმაცევტული საწყობი და მ. როზენბლიუმის საჭაშნიკე[2].
1920-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია და მასში განათავსეს ქალაქის საავადმყოფო. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს სახლი პრაქტიკულად არ დაზიანებულა. 1945 წელს, როდესაც კლემენტინა ჩერჩილი, უინსტონ ჩერჩილის ცოლი, სტუმრობდა დონის როსტოვს, იგი სწორედ ამ სახლში შეჩერებულა. 1990-იან წლებში ქალაქის იუბილესთან დაკავშირებით სახლი გაარემონტეს[2]. ამჟამად შენობაში განთავსებულია საქალაქო პოლიკლინიკა № 10.
არქიტექტურა
რედაქტირებასამსართულიანი ტოკარევის სახლი აგებულია ეკლექტიკის სტილში. მისი ფასადების გასაფორმებლად გამოყენებულია ასევე ბაროკოს, როკოკოსა და კლასიციზმის ელემენტები. პირველი სართული რუსტირებულია. ფანჯრის ღიობები გაფორმებულია განსხვავებული, დეკორირებული თამასებით. მეორე სართულზე იგი სრულდება სამკუთხა, ხოლო მესამე სართულზე კი - სწორკუთხა სანდრიკებით. მესამე სართულის კედელზე გამოსახულია ქალის სკულპტურა გველით და ხელში ფიალით[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е изд.. — Ростов-на-Дону, 2002. — С. 274—275. — ISBN 5-8456-0489-3.