ტოა (მდინარე)
ტოა (ესპ. Río Toa) — მდინარე კუბის სამხრეთ ნაწილში. მიედინება გუანტანამოს პროვინციაში. სიგრძე 131 კმ. იერთებს 72 შენაკადს.[1] ზემო დინებაში მთის მდინარეა, ქვემო დინებაში დაბლობზე მიედინება. გამოირჩევა მტკნარი წყლით. მდინარის აუზში შექმნილია ბიოსფერული ნაკრძალი კუჩილას-დელ-ტოა, რომელსაც უკავია ტოას წყალშემკრები აუზის დაახლოებით 70%. ერთვის ატლანტის ოკეანეს. შესართავი ქალაქ ბარაკოას ჩრდილოეთით მდებარეობს.
ტოა | |
---|---|
ქვეყანა | კუბა |
სიგრძე | 131 კმ |
ტოა ვიკისაწყობში |
მდინარისპირა ტერიტორია გამოირჩევა ფაუნისა და ფლორის ენდემურობითა და მრავალფეროვნებით. იზრდება ყვავილოვან მცენარეთა 1000-მდე სახეობა და გვიმრისნაირის 145-მდე სახეობა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მდინარე ტოა (ინგლისური)
- მდინარე ტოა დაარქივებული 2011-07-04 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Hunt, Nigel. (2009)Toa River, the mightiest river in Cuba. ციტირების თარიღი: 2 October 2009.