ტლენდიევის მემორიალური მუზეუმი

ნურგის ტლენდიევის მემორიალური მუზეუმი (ყაზახ. Нұрғиса Атабайұлы Тілендиев мұражайы) — ყაზახი საბჭოთა კომპოზიტორის, დირიჟორის, დომბრისტისა და პედაგოგის ნურგის ტლენდიევის (1925-1998) მემორიალური მუზეუმი ქალაქ ალმათში (ყაზახეთი).

ნურგის ტლენდიევის მემორიალური მუზეუმი
43°14′52″ ჩ. გ. 76°57′03″ ა. გ. / 43.24778° ჩ. გ. 76.95083° ა. გ. / 43.24778; 76.95083
დაარსდა 16 მაისი, 2014
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
მდებარეობა ალმათი
Map

მუზეუმის ისტორია

რედაქტირება

ნურგის ტლენდიევის 90 წლის იუბილესა და 2014 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის წინ გაიმართა ნურგის ტლენდიევის მემორიალური მუზეუმის გახსნა.[1] სახლ-მუზეუმი მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსში (კუნაევის ქ. 96),[2] სადაც კომპოზიტორი სიცოცხლის ბოლო წლებში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მუზეუმის კომპლექსის გახსნაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ალმათის ყოფილმა მერმა ახმეტჯან ესიმოვმა.[3] მისი საერთო ფართი 169 კვ. მეტრია.

სახლი, რომელშიც განთავსებულია ნურგის ტლენდიევის მემორიალური მუზეუმი, 1979 წელს გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დ. ა. კუნაევის სპეციალური დავალებით აშენდა.[4]

ეს ადგილი შედის ქალაქ ალმათის სამუზეუმო ასოციაციაში (ალმათის ისტორიის მუზეუმი, ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი, კუნაევის მემორიალური მუზეუმი, მუკანოვის და მუსრეპოვის მემორიალური მუზეუმები).[5] მუზეუმი გახდა ტლენდიევის მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ადგილი.

მუზეუმის ექსპოზიცია

რედაქტირება

მემორიალური სახლ-მუზეუმის ექსპოზიცია წარმოდგენილია ხელნაწერი პარტიტურებით, ანტიკვარული პიანინოთი, რომელიც კომპოზიტორს დედამ აჩუქა და ცნობილი „დარიგა დომბირა“, რომელიც მის შემოქმედებაში ნამდვილ შთაგონებად იქცა. მუზეუმის მთავარი ღირებულება ის ნივთებია, რომლებიც ნურგის ტლენდიევმა სიცოცხლეშივე გამოიყენა. ბინაში შემორჩენილია ზარდახშა, მაგიდა, რომელზეც წერდა თავის ნაწარმოებებს, ოჯახის წევრების ფოტოები და მრავალი სხვა.[6]

ბინაში შენარჩუნებულია და შექმნილია ატმოსფერო, რომელიც არსებობდა კომპოზიტორის სიცოცხლეში. მუზეუმის ექსპოზიცია განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსის 4 ოთახში და განლაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით - სადარბაზო, მისაღები, სამუშაო ოთახი, სამზარეულო და დასასვენებელი ოთახი [3] :

დერეფანში ტლენდიევის ბავშვობისა და ახალგაზრდობის ამსახველი ექსპოზიციაა წარმოდგენილი, მისაღებ ოთახში — შემოქმედებისა და სანაცნობო წრის, სამუშაო ოთახში — მუსიკალური მემკვიდრეობაა, სამზარეულოში — საოჯახო ფოტოები, დასასვენებელ ოთახში კი — საჩუქრები და სუვენირები.

მუზეუმმა შეაგროვა ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი ბრწყივალე, ორიგინალური კომპოზიტორის ცხოვრებიდან, რომლის ცხოვრების გზა განისაზღვრა ჟუბანოვთან შეხვედრით. ნ.ტლენდიევმა ახმეტ ჟუბანოვი თავის პირველ და მთავარ მასწავლებლად მიიჩნია: „ჟუბანოვმა ყველაფერი მასწავლა: ხალხური და კლასიკური მუსიკის სიყვარული და გაგება, მასწავლა მუშაობა და სიხარულის პოვნა შემოქმედებაში, მასწავლა ცხოვრების სიყვარული ყველა მისი გამოვლინებით. მე მისი მმართებს ის, რაც გავხდი“. შემთხვევითი არ არის, რომ ახმეტ ჟუბანოვმა ახალბედა მუსიკოს ნურგისს თავისი დომბრა აჩუქა, როგორც საუკეთესო მოსწავლეს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ძალიან ღირებული ექსპონატები: შემორჩენილია მისი შვილების ნივთები, ყაზახი ხალხის ეთნოგრაფიის საგნები. ის არის 500-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოების ავტორი სხვადასხვა ჟანრში: სიმღერები, კიუი (ყაზახური ტრადიციული ინტრუმენტული პიესა) რომანსები, უვერტიურები, ლექსები, კანტატები, ოპერა, ბალეტი და ა.შ. ამას ადასტურებს პარტიტურები, მუსიკალური ხელნაწერები მისი ნაწარმოებებით. ნურგის ტლენდიევმა ყველა მოხიბლა თავისი ვირტუოზული დაკვრით დომბრაზე. რესპუბლიკის მუსიკალური მემკვიდრეობის ოქროს ფონდში შედის მისი კიუი „Аққу“, „Аңсау“, „Арман“, „Ата толғауы“, „Әлқисса“, „Қорқыт туралы аңыз“, „Көш керуені“, „Махамбет“, „Фараби сазы“. წამყვანი ვოკალისტების რეპერტუარი მოიცავს კომპოზიტორის სიმღერებსა და რომანსებს. მან დატოვა 40-ზე მეტი რომანსი და სიმღერა, მათ შორის „Жан Сауле“, „Сарыжайляу“, „Алатау“, „Ақжайық“, „Ақ құсым“, „Өз елім“ და სხვა. მუზეუმის დამთვალიერებლებს შეუძლიათ ნახონ: სამკერდე ატრიბუტები (ორდენები და მედლები), რომლითაც დაჯილდოვდა ნ. ტლენდიევი.

მუზეუმს მემორიალურ ხასიათს ანიჭებს კომპოზიტორისა და მისი ოჯახის პირადი ნივთები.

2020 წელს მუზეუმში ჩატარდა რეექსპოზიცია, რომლის დროსაც განახლდა ვიტრინები, დამონტაჟდა თანამედროვე მულტიმედიური ტექნოლოგიები.[7]

2021 წლის მაისში მუზეუმმა მონაწილეობა მიიღო ალმათში „მუზეუმების ღამის“ ღონისძიებაში. ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. В Алматы открылся музей Тлендиева. ციტირების თარიღი: 2019-01-17
  2. Мемориальный музей Нургисы Тлендиева
  3. 3.0 3.1 В Алматы открылся музей Н. Тлендиева. ციტირების თარიღი: 2014-5-16
  4. Мемориальный музей Н. Тлендиева. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-23. ციტირების თარიღი: 2021-11-22
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-23. ციტირების თარიღი: 2023-04-21.
  6. В Алматы открыли музей-квартиру Нургисы Тлендиева. ციტირების თარიღი: 2019-01-17
  7. Мемориальный музей Н. Тлендиева