ტლატელოლკო

(გადამისამართდა გვერდიდან ტლატელოლკო (ალტეპეტლი))

ტლატელოლკო (ნაუატ. 'Tlatelōlco, tɬa.te.'loːl.ko, ზოგჯერ გამოიყენებოდა, როგორც „ჰალტელოლკო“, „Xaltelolco“) — კოლუმბამდელი პერიოდის ქალაქი-სახელმწიფო (ალტეპეტლი) მეხიკოს ველზე. მისი მცხოვრებლები ცნობილი იყვნენ სახელით „ტლატელოლკა“. ისინი მექსიკაში XIII საუკუნეში შეიჭრდნენ და შედიოდნენ ნაუატლზე მოსაუბრე ხალხების ჯგუფში. ისინი დასახლდნენ ტბა ტესკოკოს კუნძულზე, სადაც, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, დააარსეს თავიანთი ქალაქი. მეორე ჯგუფმა, ტენოჩკამ, სამხრეთ ნაწილში დააარსა ქალაქი ტენოჩტიტლანი. ტენოჩტიტლანი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ტლატელოლკოსთან, რადგან ამ უკანასკნელში არსებობდა დიდი ბაზარი — ვაჭრობის ცენტრი რეგიონში.

ტლატელოლკოს სიმბოლო

ამჟამად არქეოლოგიური ძეგლი მეხიკოს მეგაპოლისის ტერიტორიითაა დაფარული. მიმდინარეობს გათხრები. ცენტრად ითვლება თანამედროვე სამი კულტურის მოედანი, რომელიც გარშემო შემოსაზღვრულია აცტეკური სიძველეებით, XVII საუკუნის სანტიაგოს ტაძრითა და მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამედროვე ოფისების კომპლექსით. 2009 წლის თებერვალში აღმოაჩინეს მასიური ნამარხი, რომელშიც იქნა ნაპოვნი 49 ადამიანის ნარჩენი. ყველა სხეული აცტეკების დამარხვის ტრადიციის მიხედვით იყო დამარხული.

კოლონიამდელი პერიოდის ტლატელოლკო თანამედროვე რუკაზე

1337 წელს, ტენოჩტიტლანის დაარსებიდან 13 წლის შემდეგ, ტლატელოლკებმა ტენოჩკებისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და აირჩიეს თავიანთი პირველი მმართველი (ტლატოანი). კუაკუაპიცჰაუაკის მმართველობისას (13761417) ტლატელოლკოს მთავარი პირამიდის ორი საფეხური აიგო. ტლაკატეოტლის მმართველობისას ტლატელოლკო ტენოჩკების მოკვაშირე იყო ტეპანეკების წინააღმდეგ ომში, მალევე ტლატელოლკოსა და ტენოჩკებს შორის მოკლევადიანი კონფლიქტი წარმოიქმნა. ამ პერიოდში აშენდა მთავარი პირამიდის მესამე საფეხური.

კუაუტლატოას მმართველობის წლებში (14271467) ტლატელოლკომ დაიპყრო ქალაქი-სახელმწიფო აუილისაპანი (ამჟამად ორისაბა, ვერაკრუსის შტატი) და აწარმოებდა ომს ჩალკოს წინააღმდეგ, ტენოჩკების მხარეს. ამავე პერიოდში აშენდა მთავარი პირამიდის მეოთხე და მეხუთე საფეხურები. მმართველმა მოკიუიჰმა ტაძრის მეექვსე საფეხური ააშენა, მაგრამ 1473 წელს ის გაანადგურა ტენოჩკების მმართველმა აშაიაკატლმა და ტლატელოლკო ტენოჩტიტლანის მიერ იქნა დაპყრობილი.

1521 წელს კონკისტადორების მიერ აცტეკების დაპყრობის შემდეგ ტლატელოლკო ახალი ესპანეთის მუნიციპალიტეტი გახდა სანტიაგო-ტლატელოლკოს სახელით. ამჟამად ქალაქის ნანგრევები მეხიკოს მეგაპოლისის საზღვრებშია მოქცეული.

ტლატელოლკოს მმართველები (ტლატოანები)

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება