ტლასკალის შტატი

(გადამისამართდა გვერდიდან ტლასკალა (შტატი))

ტლასკალა — შტატი მექსიკაში, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთით. მექსიკის ალტიპლანოს რეგიონში. ტლასკალა მექსიკის უმცირესი შტატია და მისი ტერიტორიის 0,02%-ს იკავებს. სახელწოდება მოდის ამავე სახელწოდების ქალაქისა და შემდგომ შტატის დედაქალაქისგან, რომელიც ატარებდა ასევე ტლასკალის კულტურის სახელს. ტლასკალის კულტურა ესპანელთა მოკავშირე იყო აცტეკების წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ ამიტომ, ეს ტერიტორია კოლონიზაციის პერიოდში ესპანელთა მიერ ხელუხლებელი იყო.

ტლასკალა
Estado Libre y Soberano
de Tlaxcala
დროშა
გერბი
ტლასკალა, რუკა
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
დედაქალაქი: ტლასკალა
მუნიციპალიტეტი 60
შექმნის თარიღი 9 დეკემბერი 1876
გუბერნატორი ექტორ ორტის ორტისი
ფართობი 4 016 კმ²
მოსახლეობა (2005) 1 068 207
დროის სარტყელი CST (UTC-6)

ეკონომიკა ძირითადად დამყარებულია სოფლის მეურნეობასა და ტურიზმზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება