ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტიფლისსკი კრუჟოკთბილისის არტისტული, კულტურულ-საქველმოქმდო წრე. დაარსდა 1857 წელს. არქიტექტორი გ. ივანოვის პროექტით აშენდა ორსართულიანი შენობა (ახლანდელი შოთა რუსთაველის გამზირი 16), რომელიც ეკუთვნოდა მოქალაქე შიოევს. ეს სახლი იჯარით აიღო „ტიფლისსკი კრუჟოკმა“, რომელიც აქ მართავდა მეჯლისებს, ლექციებს, საღამო-კონცერტებს. 1875 წლის 28 იანვარს ჩატარდა ა. გრიბოედოვის ხსოვნის ლიტერატურული საღამო. იმავე წელს მოიწვიეს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ი. თარხნიშვილი ლექციის ჩასატარებლად. საქველმოქმედო  საღამო-მეჯლისებიდან შემოსული ფულადი თანხები ეგზავნებოდა ქართულ დრამატულ საზოგადოებას, პროგიმნაზიის ღარიბ მოწაფეებს, სათავადაზნაურო სკოლას და სხვ. 1912-1916 წლებში შენობა გადაკეთდა და რეკონსტრუქციის შედეგად დღევანდელი სახე მიიღო. 1917-1928 წლებში შენობაში იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნაწილი. შემდგომში იგი გადაეცა წითელ არმიას და დაარსდა ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქის მეთაურთა სახლი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002