ტიფლისსკი ვესტნიკ

„ტიფლისსკი ვესტნიკ“რუსული ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთი, გამოდიოდა თბილისში 1873–1882, 1906 წლებში. 1877 წლამდე გამოდიოდა კვირაში 3-ჯერ, შემდეგ — ყოველდღიურად. რედაქტორი — ლიუბოვნიკოვი, დააარსა კ. ბებუთოვმა. თანამშრომლობდნენ ნ. ნიკოლაძე, დ. ერისთავი, პ. იზმაილოვი, ი. გოგებაშვილი და სხვები. 1881 და 1882 წლებში გამოვიდა მხოლოდ თითო ნომერი. 1882 წელს გამოცემა შეწყდა. განახლდა 1906 წელს და 1 თვის შემდეგ დაიხურა.

ლიტერატურა

რედაქტირება