ტიუგოკუ (იაპონ. 中国地方) — რეგიონი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს დასავლეთ ნაწილში. მისი ცენტრია ჰიროსიმის პრეფექტურა. უკანასკნელის გარდა, რეგიონის შემადგენლობაშია აგრეთვე ოკაიამის, სიმანეს, ტოტორისა და იამაგუტის პრეფექტურები.[1] ფართობი 31 917,37 კმ², 2010 წლის მდგომარეობით ტიუგოკუს რეგიონში ცხოვრობდა 7,563,42 ადამიანი.[2] ინდუსტრიულ-აგრარული რეგიონია. დამახასიათებელია სუბტროპიკული და მუსონური კლიმატი.

რეგიონი
ტიუგოკუ
中国地方
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
შიდა დაყოფა ტოტორის პრეფექტურა, სიმანეს პრეფექტურა, ოკაიამის პრეფექტურა, ჰიროსიმის პრეფექტურა და იამაგუტის პრეფექტურა
კოორდინატები 35°03′00″ ჩ. გ. 134°04′00″ ა. გ. / 35.05000° ჩ. გ. 134.06667° ა. გ. / 35.05000; 134.06667
ფართობი 31,922.26 კმ²
მოსახლეობა 7,563,428 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 240 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+09:00
ტიუგოკუ — იაპონია
ტიუგოკუ
  1. Overview of Chugoku Region. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-07. ციტირების თარიღი: 2016-05-31.
  2. Ministry of Internal Affairs and Communications Statistics Bureau