ტისის ტბა
ტისა (უნგრ. Tisza-tó), აგრეთვე ცნობილი როგორც კიშკერეს წყალსაცავი (უნგრ. Kiskörei-víztározó) — უდიდესი ხელოვნური ტბა უნგრეთში. მდებარეობს ჰევეშის მედიეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ბორშოდ-აბაუი-ზემგლენის, ჰაიდუ-ბიჰარისა და იას-ნადკუნ-სოლნოკის მედიების სიხლოვეს.
ტისა | |
---|---|
Tisza-tó | |
ტისა | |
კოორდინატები: 47°36′ ჩ. გ. 20°40′ ა. გ. / 47.600° ჩ. გ. 20.667° ა. გ. | |
მდებარეობა | უნგრეთი |
სიგრძე | 27 კმ |
ფართობი | 127 კმ² |
საშუალო სიღრმე | 1.3 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 17 მ |
ჩამდინარე მდინარეები | ტისა |
გამომდინარე მდინარე | ტისა |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
წყალდიდობებთან ბრძოლის პროექტის ფარგლებში მდინარე ტისაზე 1973 წელს ტისის კაშხალი აშენდა. მისი წყლით შევსება 1990-იან წლებში დამთავრდა, რის შედეგადაც 127 კმ²-ის ფართობის ხელოვნური ტბა შეიქმნა. ტბის სიგრძე 27 კილომეტრია. საშუალო სიღრმე 1.7 მეტრია, ხოლო მაქსიმალური კი 17 მეტრი. მასში თავმოყრილია უამრავი მცირე ზომის კუნძული რომელთა საერთო ფართობი 43 კმ²-ია.
წყალსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ, უნგრელების დიდმა ნაწილმა აქ დასვენების დღეების გატარება დაიწყო, რადგან იგი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ტურისტებით გადაჭედილი ბალატონისაგან. ამის შედეგად წყალსაცავის ირგვლივ ტურისტული ინფრასტრუქტურა გაჩნდა და წყალსაცავს ტისის ტბა ეწოდა. ახალი დასასვენებელი ადგილი მთავრობამ ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად გამოაცხადა.
ტბას (ან წყალსაცავს) გააჩნია ახალი ადგილობრივი ეკოლოგიური გარემო, ფრინველების, მცენარეებისა და ცხოველების მრავალფეროვნებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტბის საიტი დაარქივებული 2008-11-30 საიტზე Wayback Machine.
- ტისის ტბის ეკოცენტრის საიტი
- ტისის ტბა funiq.hu-ზე