ტიმოფეი მოზგოვი
ტიმოფეი პავლეს ძე მოზგოვი (რუს. Тимофей Павлович Мозгов; დ. 16 ივლისი, 1986, ლენინგრადი, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი) — რუსი პროფესიონალური კალათბურთის მოთამაშე. ამჟამად თამაშობს კლუბ ხიმკისთან ერთად VTB გაერთიანებულ ლიგასა და ევროლიგაში. 2016 წელს, მოზგოვი კლივლენდ კავალიერსთან ერთად 2016 წელს NBA-ის ჩემპიონი გახდა; იგი გახდა ერთ-ერთი პირველი რუსი კალათბურთელი (საშა კუნთან ერთად), რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა. რუსეთის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებთან ერთად ზაფხულის ოლიმპიადა 2012-სა და ევრობასკეტ 2011-ში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ტიმოფეი მოზგოვი | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
№ 25 – ხიმკი | ||||||||||||||||
ცენტრი | ||||||||||||||||
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||
დაიბადა |
16 ივლისი, 1986 ლენინგრადი, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი | |||||||||||||||
ეროვნება | რუსი | |||||||||||||||
სიმაღლე | 216 სმ | |||||||||||||||
წონა | 125 კგ | |||||||||||||||
კარიერა | ||||||||||||||||
NBA-ის დრაფტი | 2008 / Undrafted | |||||||||||||||
პროფესიონალური კარიერა | 2008–დღემდე | |||||||||||||||
ლიგა |
VTB გაერთიანებული ლიგა ევროლიგა | |||||||||||||||
კარიერის ისტორია | ||||||||||||||||
2004 - 2006 | ლენვო სანქტ-პეტერბურგი | |||||||||||||||
2006 | ცსკვვს სამარა 2 | |||||||||||||||
2006 - 2010 | ხიმკი | |||||||||||||||
2010 - 2011 | ნიუ-იორკ ნიქსი | |||||||||||||||
2011 - 2015 | დენვერ ნაგეტსი | |||||||||||||||
2011 | ხიმკი | |||||||||||||||
2015 - 2016 | კლივლენდ კავალიერსი | |||||||||||||||
2016 - 2017 | ლოს-ანჯელეს ლეიკერსი | |||||||||||||||
2017 - 2018 | ბრუკლინ ნეტსი | |||||||||||||||
2019 - დღემდე | ხიმკი | |||||||||||||||
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | ||||||||||||||||
სტატისტიკა NBA.com-ზე | ||||||||||||||||
მედლები
|
კარიერა
რედაქტირებაევროპული კარიერა
რედაქტირებამოზგოვმა პროფესიონალური კარიერა დაიწყო რუსეთის მეორე დონის დივიზიონის კლუბ ლენვო სანქტ-პეტერბურგში (2004-2005 წლების სეზონი). 2006 წელს გადავიდა „ცსკვვს სამარა 2“-ში (სამარას მეორე კლუბში). 2006-2007 წლების სეზონის დაწყებამდე შეუერთდა ხიმკის; აღნიშნულ კლუბში 2010 წლამდე რჩებოდა.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !
კარიერა NBA-ში
რედაქტირებანიუ-იორკ ნიქსი (2010-2011)
რედაქტირებატიმი მოზგოვმა 2010 წელს ნიუ-იორკ ნიქსთან 9.7 მილიონი დოლარის ღირებულების 3-წლიანი კოტრაქტი გააფორმა.[1]
2011 წლის 30 იანვარს, სამი კვირა სათადარიგოთა სკამზე ყოფნის შემდეგ, იგი დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გამოჩნდა. მან კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 23 ქულა და 14 მოხსნა დააფიქსირა და გუნდს ანგარიშით 124-106 გამარჯვებაში დაეხმარა. მან 40 წუთი ითამაშა; საბოლოო წუთებზე დარბაზი ციტირებდა „მოზგოვ! მოზგოვ!“.[2]
დენვერ ნაგეტსი (2011-2015)
რედაქტირება2011 წლის 22 თებერვალს მოზგოვი სამგუნდიანი გაცვლით დენვერ ნაგეტსში მოხვდა; გაცვლაში აგრეთვე ჩაერთო მინესოტა ტიმბერვულვზი; აღნიშნული გაცვლით ნიუ-იორკ ნიქსმა კარმელო ენტონი მიიღო.[3]
2011 წლის NBA-ის ლოკაუტის დროს,[4] ამავე წლის 21 ივლისს ხიმკის მეორედ შეუერთდა.[5]
2013 წლის 27 ივლისს მოზგოვი დენვერში დაბრუნდა.[6]
2014 წლის 10 აპრილს გოლდენ-სთეით უარიორსის წინააღმდეგ 100-99 მოგებულ შეხვედრაში ქულებისა და მოხსნების მხრივ კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა (23 ქულა და 29 მოხსნა).[7]
კლივლენდ კავალიერსი (2015-2016)
რედაქტირება2015 წლის 7 იანვარს ტიმოფეი მოზგოვი 2015 წლის მეორე რაუნდის პიკთან ერთად კლივლენდ კავალიერსში, ორი 2015 წლის დაცული პიკის სანაცვლოდ გაიცვალა (საუბარია ოკლაჰომასა და მემფისის პიკებზე).[8] კარიერულად მოზგოვი 25 ნომრიან მაისურს ატარებდა, თუმცა კავალიერსში ნომრის შეცვალა მოუწია, რადგან აღნიშნული ნომერი ფრენჩაიზს მარკ პრისის გამო ხმარებიდან ჰქონდა ამოღებული. ნაცვლად ოცდაოთხისა, მოზგოვმა მამის კარიერული (საბჭოთა ხელბურთის მოთამაშის) ნომერი, 20 აირჩია. [9] 9 იანვარს შედგა მისი დებიუტი გუნდში; თამაში გოლდენ-სტეიტ უარიორსთან, ანგარიშით 112-94 დამარცხებით დასრულდა; იგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო: მოაგროვა 9 ქულა და 8 მოხსნა.[10]
2015 წლის 4 ივნისს იგი გახდა პირველი რუსი მოთამაშე, რომელმაც NBA-ის ფინალებში ითამაშა.[11]
2015 წლის 23 ივნისს კავალიერსმა მოზგოვს კონტრაქტი 2015-16 წლების სეზონისთვის გაუხანგრძლივა.[12][13] აღნიშნულ სეზონში მოზგოვს სათამაშო როლი შეუმცირდა; კავალიერსმა წლის ბოლოს ფინალებამდე მიაღწია. ამ წლის ფინალებში მათ მოქმედი ჩემპუონი გოლდე-სტეიტ უორიორსი დაამარცხეს NBA-ის დამარჯვებულები გახდნენ. მოზგოვი და თამაგუნდელი საშა კაუნი გახდნენ პირველი რუსი მოთამაშეები, რომლებმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვეს.[14]
საერთაშორისო კარიერა
რედაქტირებატიმოფეი მოზგოვი იყო რუსეთის ეროვნული საკალათბურთი ნაკრების წევრი. იგი ნაკრებთან ერთად თამაშობდა ევრობასკეტ 2009-ში, ევრობასკეტ 2011-ში და ზაფხულის ოლიმპიადა 2012-ში; ევრობასკეტ 2011 და ზაფხულის ოლიმპიური თამაშიები მან ბრინჯაოს მედლებით დაასრულა.[15]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Timofey Mozgov at euroleague.net
- Timofey Mozgov at fiba.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Berman, Marc (July 11, 2010). „Knicks spy Russian“. New York Post. ციტირების თარიღი: February 7, 2011.
- ↑ Beck, Howard (January 30, 2011). „Timofey Mozgov Comes Off Bench to Lead Knicks“. The New York Times. ციტირების თარიღი: February 7, 2011.
- ↑ Nuggets acquire five players, three picks in three-team trade. NBA.com (February 22, 2011). ციტირების თარიღი: March 19, 2013.
- ↑ Report: Mozgov to sign with Russian team დაარქივებული October 16, 2012, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Khimki brings back Mozgov, adds Quinn. EuroLeague.net (July 21, 2011). ციტირების თარიღი: July 21, 2011.
- ↑ Denver Nuggets Re-Sign Center Timofey Mozgov.
- ↑ Notebook: Nuggets 100, Warriors 99. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. (April 10, 2014). ციტირების თარიღი: April 29, 2014.
- ↑ Cavs Acquire Timofey Mozgov. NBA.com (January 7, 2015). ციტირების თარიღი: January 7, 2015.
- ↑ Fedor, Chris. (January 10, 2015) With No. 25 retired, Cleveland Cavaliers center Timofey Mozgov will wear No. 20.
- ↑ Cavaliers at Warriors.
- ↑ Cavaliers at Warriors.
- ↑ Cavaliers Exercise 2015-16 Option on Center Timofey Mozgov.
- ↑ Cavaliers Exercise 2015-16 Option on Center Timofey Mozgov.
- ↑ https://www.rbth.com/sport/2016/06/20/russian-players-win-nba-title-for-first-time_604679
- ↑ Timofey Mozgov Bio, Stats, and Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 17, 2020. ციტირების თარიღი: დეკემბერი 7, 2019.