ტე-ურევერის ეროვნული პარკი
ტე-ურევერა — ეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, უდიდესი ჩრდილოეთ კუნძულზე. მოიცავს დაახლოებით 2127 კმ² ტერიტორიას და მდებარეობს ჩრდილოეთის კუნძულის ჰოკს-ბეის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
ტე-ურევერის ეროვნული პარკი
Te Urewera National Park | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ჰოკს-ბეის რეგიონი |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
კოორდინატები | 38°45′ ს. გ. 177°09′ ა. გ. / 38.750° ს. გ. 177.150° ა. გ. |
ფართობი | 2127 კმ² |
დაარსდა | 1954 |
მმართველი ორგანო | ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი |
1954 წლის 28 ივლისს, უაიკარემოანისა, უაიკარეიტისა და სხვა ტბების აუზები ეროვნულ პარკად გამოცხადდა. 1957 წელს მას დაემატა ქალაქ რუატაჰუნის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებიც, სულ 1350 კმ². შემდგომი, მცირე ტერიტორიების დამატება მოხდა 1962, 1975 და 1979 წლებშიც.
ტე-ურევერა ნგაი-ტუჰოეს ხალხის ტრადიციული საცხოვრებელია. გეოგრაფიული იზოლირებულობიდან გამომდინარე, ის ერთ-ერთი ბოლო რეგიონი იყო, რომელიც ბრიტანელებმა აითვისეს XIX საუკუნის კოლონიზაციის დროს.
პარკის სახელი მაორის სიტყვიდან მომდინარეობს, ურე ნიშნავს პენისს, ვერა კი დამწვარს. ამ სახელის წარმოშობას საფუძველი დაუდო თქმულებამ, რომ თითქოს ერთხელ ბელადი, რომელიც თანამედროვე პარკის ტერიტორიაზე სანადიროდ იყო წასული, ჩაეძინა და ცეცხლზე საზარდული დაეწვა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
პარკში ბინადრობს კუნძულის ტყეებში გავრცელებული ყველა სახის ფრინველი, გარდა უეკასი.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტე-ურევერის ეროვნული პარკი, ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Te Urewera National Park. Department of Conservation. ციტირების თარიღი: 26 March 2012.