ელსმირის ტბა
(გადამისამართდა გვერდიდან ტე-ვაიჰორა)
ელსმირის ტბა (ინგლ. Lake Ellesmere; მაორ. Te Waihora) — მომლაშო ტბა ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე, კენტერბერის რეგიონში. ფაქტობრივად, იგი ვრცელი ლაგუნაა, რომელიც ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაპირთან მდებარეობს და წყნარი ოკეანისგან გამოყოფილია ვიწრო, კაიტორეტეს ცელით. აღსანიშნავია, რომ მისი წყალი წყნარ ოკეანესთან შეერთებული არაა.
ელსმირის ტბა | |
---|---|
Lake Ellesmere / Te Waihora | |
კოორდინატები: 43°48′ ს. გ. 172°25′ ა. გ. / 43.800° ს. გ. 172.417° ა. გ. | |
მდებარეობა | ახალი ზელანდია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2 მ |
სიგრძე | 30,5 კმ |
სიგანე | 14,5 კმ |
ფართობი | 197,81 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 2,1 მ |
ჩამდინარე მდინარეები | სელვინი |
ტბას დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მაორის ხალხისთვის, სახელი მათ ენაზე გამოითქმის როგორც ტე-ვაიჰორა, რაც „გადმოღვრილ წყალს“ ნიშნავს. 1938 წლიდან ტბას ოფიციალურად აქვს ორი სახელი.[1]
ტბა წარმოიქმნა დაახლოებით 6 000 წლის წინ. ფართობი 197 კმ²-ია და ამ მხრივ პირველია კენტერბერის რეგიონში, ახალ ზელანდიაში კი მეხუთე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Avenues Magazine - Ellesmere Swansong: the end of a lake?
- Public Address - The End of Lake Ellesmere
- Waihora Ellesmere Trust - set up to educate people about Lake Ellesmere
- Map of Banks Peninsula ward, Christchurch
- Map of Selwyn District[მკვდარი ბმული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ New Zealand Gazetteer of Official Geographic Names. Land Information New Zealand (2010-09-09). ციტირების თარიღი: 2010-11-09.[მკვდარი ბმული]