ტეხურის ქუჩა
ტეხურის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს საბურთალოს რაიონში (საბურთალო); სიმონ ჩიქოვანის ქუჩიდან იყალთოს ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. თბილისის ქუჩების 1926 წლის ცნობარში შეტანილია 2 ქუჩა, ტეხურისა და ჭაობის. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია მხოლოდ ჭაობის ქუჩა. 40-იან წლებში ჭაობის ქუჩას ტეხურის ქუჩასთან ერთად ტეხურის ქუჩა დაერქვა.
ტეხურის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | საბურთალოს რაიონი |
უბანი | საბურთალო |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 170, ISBN 978-99928-20-35-3.