ტექტონიკური რუკა
ტექტონიკური რუკა — რუკა, რომელზეც გამოსახულია დედამიწის ქერქის ან მისი ნაწილის სტრუქტურა და განვითარების ისტორია. ტექტონიკურ რუკას ადგენენ გეოლოგიური რუკის საფუძველზე, იყენებენ აგრეთვე გეოფიზიკურ და სხვა მონაცემებს. არსებობს ტექტონიკური რუკების ორი ძირითადი ტიპი: სტრუქტურული რუკები და საკუთრივ ტექტონიკური რუკები. პირველზე გამოსახულია მხოლოდ სტრუქტურული ერთეულების მორფოლოგია; მეორეზე — ამ ერთეულების ჩამოყალიბების ძირითადი ეტაპები, ტექტონიკური მოძრაობებისა და დეფორმაციების ხასიათი, აგრეთვე დანალექი და მაგმური ფორმაციები, მეტამორფული ფაციესები. ტექტონიკურ რუკაზე დანაოჭების ძირითადი ეპოქის, ასაკისა და ტექტონიკური რეჟიმის ხასიათის მიხედვით ასახულია ტერიტორია, ტექტონიკური დარაიონება, ხოლო განვითარების ძირითადი ეტაპების მიხედვით გამოყოფილია სტრუქტურული სართულები. დანიშნულების მიხედვით ტექტონიკური რუკები შეიძლება იყოს მიმოხილვითი (მასშტაბი 1:10000000 და უფრო წვრილი) და რეგიონული (მასშტაბი 1:00000-1:200000).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 709.