ტერეზა ჯიმი ფრანსინ ნორი (ინგლ. Theresa Jimmie Francine Knorr, დ.14 მარტი, 1946, საკრამენტო, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი დამნაშავე. მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა. სიკვდილამდე აწამა ორი შვილი.

ტერეზა ნორი
დაბ. თარიღი 14 მარტი, 1946 (1946-03-14) (78 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ აშშ
დაპატიმრების თარიღი 11 ოქტომბერი, 1993
წაყენებული ბრალდება 3 მკვლელობა, ბავშვებზე ძალადობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ტერეზა ნორი დაიბადა 1946 წლის 14 მარტს საკრამენტოში. ჯიმი და სვანი გაი კორესიბის ოჯახში იყო უმცროსი შვილი. ჯიმი ამზადებდა ყველს, ხოლო სვანი ფანქრებს. 1961 წლის 3 თებერვალს, ტერეზას დედა გულის შეტევისგან გარდაიცვალა, რამაც 14 წლის გოგოში დეპრესია გამოიწვია. შედეგად, ის აცხადებს, რომ დედინაცვლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. ოჯახის მეგობრების ინფორმაციით, ტერეზა ჩაკეტილი ბავშვი იყო.

1962 წლის 29 სექტემბერს ცოლად გაჰყვა კლიფორდ კლაიდ სანდერსს. 1963 წელს მათ შეეძინათ პირველი შვილი - ჰოვარდ კლაიდი. 1964 წლის 7 ივნისს ნორმა ქმარი მოკლა, რაც აუცილებელ მოგერიებად წარმოადგგინა და უდანაშაულოდ იქნა მიჩნეული. ქმრის სიკვდილის შემდეგ ურთიერთობა ჰქონდა რობერტო ბალოს ნორთან, რომლისგანაც გააჩინა ქალიშვილი - შეილუ გეი. 1965 წლის 7 სექტემბერს ნორსს გაჰყვა ცოლად და ქორწინებაში სულ შეეძინათ ოთხი შვილი: სიუზან მარლენი, უილიამ რობერტი, რობერ უოლესი და ტერეზა მერი. მთლიანობაში ტერეზა ნორმა შეწყვიტა ურთიერთობა რობერტოსთან და რამდენჯერმე იქორწინა.

ბავშვებზე ძალადობა

რედაქტირება

დოკუმენტურ სერიალში „Cold Case Files“ ტერი ნორი ყვება, რომ დედა მას და მის დებს სასტიკად ექცეოდა, უმიზეზოდ სცემდა და სიგარეტს მათზე აქრობდა. ის ეჭვიანობდა მათი სილამაზის გამო. ვაჟებს კი გოგოების ცემას ასწავლიდა. 1983 წელს ტერეზამ სიუზანს ესროლა 22 კალიბრიანი იარაღიდან, თუმცა ტყვია გოგოს მკერდში გაჩერდა და ის გადარჩა. ნორს სამედიცინო დახმარებისთვის არ მიუმართავს და 1984 წელს თიორიდაზინისა და ლიქიორის გამოყენებით სცადა სიუზანის ტკივილის გაყუჩება და ტყვიის ამოღება. ინტრუმენტების არასტერილურობამ გამოიწვია სიყვითლე, რაც სიგიჟის ნიშნების გამოხატვაში გადაიზარდა. ამის გამო ტერეზამ შვილებს უთხრა, რომ გოგოს სული შეპყრობილი ჰქონდა ეშმაკს და ბიჭებს დაავალა და წაეყვანათ სიერა-ნევადას მთაზე და ცოცხლად დაეწვათ[1].

ნორმა საკუთარი შვილი შეილა აიძულა გამხდარიყო მეძავი. 1985 წლის ივნისში მან ის დაადანაშაულა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის შეყრაში, ტუალეტის სავარძლის მეშვეობით. სასჯელის ნიშნად კი მან იგი ცალკე ოთახში გამოკეტა, სადაც რამდენიმე კვირის შემდეგ შეილა შიმშილისგან გარდაიცვალა.

დაკავება და პატიმრობა

რედაქტირება

1993 წლის 11 ოქტომბერს ტერეზა და მისი ვაჯები დააკავეს, მას შემდეგ, რაც ტერიმ განაცხადა პოლიციაში. ნორი ბრალდებული იყო ორ ძალადობრივ მკვლელობაში. პირველად ის უარყოფდა ამ ფაქტს, თუმცა შემდეგ გაიგო, რომ შვილები მოწმეებად გამოდიოდნენ მის წინააღმდეგ და მოსალოდნელი იყო სასიკვდილო განაჩენი და პოზიციის შეცლა გადაწყვიტა. ნორმა ყველაფერი აღიარა და 1995 წლის 17 ოქტომბერს გამოტანილ იქნა ორი სამუდამო პატიმრობის განაჩენი. პირობით ვადამდე გათავიისუფლების მოთხოვნას ვერ შეძლებს 2027 წლამდე.

მისი დაკავების შემდეგ პოლიციამ გადაწყვიტა დის, როსმარი ნორის მკვლელობის საქმის თავიდან გადახედვა, რომელიც მოკლული იპოვეს 1983 წელს, თუმცა დადგინა, რომ ამ საქმესთან შემხებლობა არ ჰქონია.

კულტურაში

რედაქტირება

2011 წელს აღნიშნულ ისტორიაზე დაყრდნობით გამოვიდა ფილმი „The Afflicted“, რომელიც მოვლენებს აღწერს, თუმცა რეალობისგან განსხვავებით, ფილმის დასასრულს უმცროსი შვილი კლავს დედას და ძმას, თვითმკვლელობამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Clarkson W. Whatever Mother Says…: A True Story of a Mother, Madness and Murder. — St. Martin’s Paperbacks, 1995. — 288 p. — (St. Martin’s True Crime Library).
  • McDougal D. Mother’s Day. — Fawcett, 1995. — 352 p.
  • Millon T., Simonsen E., Birket-Smith M. Psychopathy: antisocial, criminal, and violent behavior. — The Guilford Press, 2002. — С. 352. — 476 p.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება