ტეოდორო ტრივულციო
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ტეოდორო ტრივულციო (იტალ. Teodoro Trivulzio) (დ. 1456 — გ. 1531) — იტალიელი და მოგვიანებით ფრანგი მხედართმთავარი, საფრანგეთის მარშალი.
ტეოდორო ტრივულციო | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1456 |
დაბადების ადგილი | მილანი |
გარდაცვალების თარიღი | ოქტომბერი, 1532 |
გარდაცვალების ადგილი | ლიონი |
წოდება | საფრანგეთის მარშალი |
ბრძოლები/ომები | იტალიური ომები |
ჯილდოები | საფრანგეთის მარშალი |
ტეოდორო საფრანგეთის მარშლის ჯან ჯაკომო ტრივულციოს ძმისშვილი და ცნობილი და მდიდარი მილანური ოჯახის წარმომადგენელი იყო. ბიძის მსგავსად ისიც საფრანგეთის მეფის სამსახურში იდგა, თუმც მოგვიანებით ვენეციის ჯარების მთავარი გენერალი გახდა.
1524 წელს იგი მილანის გუბერნატორად დაინიშნა და საფრამგეთის მარშლის ტიტული მიენიჭა. მოგვიანებით იგი გენუის გუბერნატორი გახდა, რომელიც მან ანდრე დორიას გადააბარა. თეოდორო ტრივულციო 1531 წელს გარდაიცვალა. ამ დროს მას ლიონის გუბერნატორის პოსტი ეკავა.