ჯან ჯაკომო ტრივულციო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯან ჯაკომო ტრივულციო, მარკიზი დი ვიგევანო (იტალ.:Gian Giacomo Trivulzio, Marchese di Vigevano) (* 1436, მილანი, იტალია; † 1518) - წარმოშობით იტალიელი საფრანგეთის ჯარების მთავარსარდალი და საფრანგეთის მარშალი.

ჯან ჯაკომო ტრივულციო
დაბადების თარიღი 1440[1] ან 1448[2]
დაბადების ადგილი მილანი
გარდაცვალების თარიღი 5 დეკემბერი, 1518(1518-12-05) ან 1518[2]
გარდაცვალების ადგილი Arpajon
წოდება საფრანგეთის მარშალი
ბრძოლები/ომები Battle of Fornovo
ჯილდოები საფრანგეთის მარშალი

ჯან ჯაკომო ტრივულციო ცნობილი და მდიდარი მილანური ოჯახის წევრი იყო, რომლებმაც ძალაუფლების ზენიტს XVI საუკუნეში მიაღწიეს. 1466 წელს ჯან ჯაკომო საფრანგეთის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა. 1476 წელს მან სისხლში ჩაახშო გიბელინების აჯანყება გენუაში. 10 წლის შემდეგ, 1486 წელს იგი ნეაპოლის მეფის სამსახურში ჩადგა, ხოლო 1494 წელს საფრანგეთის მეფის ქვეშევრდომობა მიიღო.

1499 წელს საფრანგეთის ჯარის სათავეში მდგომმა ტრივულციომ მშობლიური ქალაქი მილანი და მთელი მილანის საჰერცოგო დაიპყრო, რისთვისაც მას საფრანგეთის მარშლის წოდება მიენიჭა, ხოლო მოგვიანებით მილანის შტატჰალტერიც კი გახდა.

ძალაუფლების ზენიტში მყოფ ტრივულციოს მოწინააღმდეგეებმა ბრალი დადეს ვენეციასთან და შვეიცარიასთან საიდუმლო კავშირში, რის გამოც მისი ავტორიტეტი საფრანგეთის მეფის თვალში ძალიან დაეცა. 1518 წელს ტრივულციო თავის გასასამართლებლად სამეფო კარზე გამოცხადდა, მაგრამ უპატიოდ იქნა მიღებული. ამდენი დამცირებით გატეხილი მოხუცი მარშალი მალე გარდაიცვალა კიდეც.

ჯან ჯაკომო ტრივულციოს ძმა რენე გიბელინების მხარეზე იბრძოდა და ვენეციის სამსახურში გარდაიცვალა, ხოლო ძმისშვილი ტეოდორო ტრივულციო მოგვიანებით აგრეთვე საფრანგეთის მარშალი გახდა.