ტბა (ნასოფლარი)
ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ტბა — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდებარეობდა ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, სოფელ ბულბულისციხესთან ახლოს, მის ჩრდილო-დასავლეთით.
ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები, აგრეთვე ქართული ისტორიული და ეკონომიკური ხასიათის ძეგლები მას, როგორც დასახლებას არ იცნობენ.
სოფელი ტბა, გადმოცემის თანახმად, XIX საუკუნის შუა ხანებში აღმოცენებულა და XX საუკუნის 60-იან წლებამდე არსებობდა. შემდეგ მოსახლეობა ბულბულისციხესა და ქვიშხეთში ჩამოასახლეს და სოფელიც განადგურდა.
აქ ძირითადად სახლობდნენ გვარები: ღონღაძე, ბლიაძე, ლომიძე, გოლუბიანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 27, 16 ივლისი, 2019, გვ., 4