ტაჰო
ტაჰო (ინგლ. Lake Tahoe) — მტკნარწყლიანი ტბა ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-ის დასავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული თვალსაზრისით, მოქცეულია კალიფორნიისა და ნევადის შტატების საზღვარზე. მდებარეობს სიერა-ნევადის მთებში, ზღვის დონიდან 1899 მ სიმაღლეზე. ფართობი 495 კმ², წყლის მოცულობა 151 კმ³, საშუალო სიღრმე 305 მ, მაქსიმალური სიღრმე 501 მ. მყინვარულ-ტექტონიკური წარმოშობისაა. ტბის ქვაბული წარმოიშვა დაახლოებით 2 მლნ. წლის წინ. ტბის მთელ პერიმეტრზე გადის ავტოგზები. სანაპირო ხაზის დიდი ნაწილი მოქცეულია კალიფორნიის შტატის პარკების ფარგლებში. ტაჰო — ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ალპური ტბაა. აშშ-ის ტბებს შორის ტაჰო მაქსიმალური სიღრმით მეორე ადგილზეა. დასვენებისა და ტურიზმის რაიონია. ცნობილია თავისი სუფთა წყლით. კალიფორნიისა და ნევადის შტატების მთავარი ღირსშესანიშნავი ობიექტია. ერთვის მრავალრიცხოვანი შენაკადები, გამოედინება მდინარე ტრეკი, რომელიც მიედინება ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ ქალაქ რინოს გავლით და ერთვის პირამიდის ტბას. ტბა პირველად მოინახულა მოგზარმა ჯონ ფრიმონტმა 1844 წლის 14 თებერვალს.
ტაჰო | |
---|---|
ტაჰო | |
კოორდინატები: 39°00′ ჩ. გ. 120°00′ დ. გ. / 39.000° ჩ. გ. 120.000° დ. გ. | |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1899 მ |
ფართობი | 495 კმ² |
მოცულობა | 151 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 114 კმ |
საშუალო სიღრმე | 305 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 501 მ |
გამომდინარე მდინარე | ტრეკი |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტაჰო — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)